ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016435 2024
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.12.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2025 წლის 25 დეკემბერი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2024 წლის 19 დეკემბრის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/12/2024, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016416).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა მაისურაძე
დანართი
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისთვის ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 2🔗.
ავადმყოფთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტოზურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა. დახმარების გაწევა მოხდება შემდეგნაირად:
ა) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა;
ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარისა;
გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები.
2. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით სამედიცინო დაწესებულების ან მოქალაქის პირად ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია).
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯის მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა ან ინვოისი), ხოლო თუ თანხა გადახდილია, აგრეთვე ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, პროგრამის არარსებობას, უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) მოხსენებითი ბარათი (საჭიროების შემთხვევაში)
ზ) საბანკო ანგარიში.
4. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს წინასწარ, სამედიცინო მომსახურების მიღებამდე, ან სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.
5. ამ პროგრამით არ ფინანსდება:
ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
გ) ესთეტიკური ქირურგია – კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;
დ) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის მიზნით ), ფსიქოთერაპია.
მუხლი 3🔗.
ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია “.
2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 300 ლარის ოდენობით.
3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- N100/ა);
დ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 4🔗.
მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეებს.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი / გასავლის ზედდებული შესაბამისი აფთიაქიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დახმარება
1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით, მათ შორის: ცერებრალური დამბლის მქონე პირებზე; დაუნის სინდრომის მქონე პირებზე; აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე პირებზე; ტეტრაპლეგიის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის მქონე პირებზე; მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზის, პარაპარეზის ან ჰემიპარეზის (მყარი ნარჩენი მოვლენების შედეგად) მქონე პირებზე; გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირებზე; ეპილეფსიის მქონე პირებზე; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე; III–IV ხარისხის სკოლიოზის მქონე პირებზე; ორმხრივი ნეიროსენსორული (IV ხარისხის) ყრუ პირებზე; მეტყველების უნარის არმქონე პირებზე; ეტლის საჭიროების მქონე პირებზე, შემდეგნაირად:
ა) წლის განმავლობაში ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარი;
ბ) საახალწლო - საშობაო, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის, მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე ) საბანკო ანგარიში.
3. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, წლის განმავლობაში - 300 ლარი; თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის მოქმედება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით –200 ლარი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე საახალწლო-საშობაო, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.
მუხლი 6🔗.
შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა
1. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (0-დან 18 წლამდე ასაკი), სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხების, ფიზიკური დარღვევისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე) სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (კანონიერი წარმომადგენელი, მხარდამჭერი, მინდობილი პირი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა) ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი);
ე) შშმ ან სსსმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია)
ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება
1. 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:
ა) სამშვილიან ოჯახზე – 300 ლარი;
ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 350 ლარი;
გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 450 ლარი;
დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 500 ლარი.
2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.
3. ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი 18 წლამდე ასაკის შვილი, ერთჯერადი დახმარება მიეცემათ 600 ლარის ოდენობით.
4. მრავალშვილიან (სამი და მეტი) ოჯახებზე საახალწლო - საშობაოდ, გაიცემა 250 ლარი.
5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში.
6. ოჯახებს, რომლებსაც 2025 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის ასაკამდე), დახმარება გაეწევათ 450 ლარის ოდენობით.
7. 18 წლამდე მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) დედებს 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 150 ლარის ფარგლებში:
ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.
მუხლი 8🔗.
მარტოხელა მშობლების დახმარება
1. მარტოხელა მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:
ა) მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები ერთჯერადად გაიცემა 300 ლარი;
ბ) საახალწლო-საშობაოდ, თითოეულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად 300 ლარი;
გ) აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულ ოჯახზე გაიცემა 300 ლარი;
დ) თუ მათზე არ ვრცელდება მე-9 მუხლის პირველი პუნქტი.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის/შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 9🔗.
მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე შემდეგნაირად:
ა) სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულ ბავშვზე 200 ლარი;
ბ) საახალწლო - საშობაო, თითოეულ ოჯახზე 200 ლარი;
გ) აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულ ოჯახზე 200 ლარი;
2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
მუხლი 10🔗.
ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც პირველად მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 11🔗.
ხანდაზმულთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 1000 ლარის ოდენობით.
2. 90 და მეტი ასაკის მოქალაქეებზე საახალწლო-საშობაო, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა 250 ლარის ოდენობით;
3. დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი.
გ) საბანკო ანგარიში.
4. 95 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 150 ლარის ფარგლებში:
ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.
მუხლი 12🔗.
ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება
1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის არაუმეტეს 15 000 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი სამუშაო დღის ვადაში;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ (საჯარო რეესტრიდან) ან მეზობლების (არანაკლებ სამი მეზობელი) ჩვენების საფუძველზე შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული აქტი, რომლითაც მეზობლები დაამოწმებენ დაზარალებული ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ფლობის ფაქტს, (საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში);
დ) ცნობა სახანძრომ- სამაშველო სამსახურიდან;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 13🔗.
მოვლა - პატრონობის გარეშე დარჩენილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფა
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მოვლა- პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის (რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე) სარიტუალო ხარჯებისთვის 300 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან მოვლა -პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის შესახებ და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული/გასაწევი ხარჯის შესახებ;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
მუხლი 14🔗.
უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა
1. დახმარება გაეწევა განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი (ხანძრის ან სტიქიური მოვლენების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ქვეყნის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი) და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია არაუმეტეს თვეში 400 ლარისა.
2. დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის და ოჯახის წევრების სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი- ამონაწერი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ვ) ქირავნობის ხელშეკრულება;
ზ) „გამქირავებლის“ საბანკო ანგარიში.
მუხლი 15🔗.
ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება
1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახებზე, სოციალური დახმარების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა შემდეგნარად:
ა) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;
ბ) ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ასევე ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ ოჯახზე გაიცემა საახალწლო - საშობაოდ 300 ლარი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად.
3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადად გადაეცემათ სასურსათო პაკეტი (კალათა) 150 ლარის ფარგლებში:
ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.
4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება - 200 ლარის ოდენობით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 16🔗.
შშმ პირების, მათ შორის ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულ ოჯახის წევრების, მარჩენალ დაკარგულების, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების და მარტოხელა მშობლების დახმარება
1. შშმ პირების, მათ შორის, ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, მარჩენალდაკარგულების, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების და მარტოხელა მშობლების დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის (ყოველთვიურად) წყლის და კანალიზაციის გადასახადის და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად.
მუხლი 17🔗.
სოციალურად დაუცველ პირებზე/ოჯახებზე ზამთრის გათბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა პირზე /ოჯახზე (გარდა შრომისუნარიანი პირისა), რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57 001- ს და არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, ზამთრის გათბობისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 300 ლარისა.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ონის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე.
3. განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 01 აგვისტოდან 2026 წლის 01 ოქტომბრამდე.
4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.
5. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
6. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს, დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებას და არის უკიდურესად გაჭირვებული.
7. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ.
მუხლი 18🔗.
სოციალური დახმარების გაცემის ადმინისტრირება
1. ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება (შემდეგში – სამსახური).
3.სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური (სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება) ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
4. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
5. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
6. სოციალური დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 19🔗.
წესში ცვლილების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.