📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
ძალის დაკარგვა 31.12.2026
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016644 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2025
9,008 სიტყვა · ~45 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
31.12.2026 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
პერსონალური ასისტენტის სერვისი
სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას სამუშაო ადგილზე საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას
მუხლი 3
რეგულარული ასისტირების მომსახურება
ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა
მუხლი 3
სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება
ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას
მუხლი 3
მიმწოდებელი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია)
მუხლი 3
მომსახურების მიმღები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წელზე უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი
მუხლი 3
ვაუჩერი
მუნიციპალიტეტის მიერ ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემული მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად
მუხლი 3
მომსახურების მიღების მსურველთა სია
სია, რომელშიც შიყვანება მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა
მუხლი 3
მომსახურების მაძიებელი
პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტს პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ
მუხლი 3
მოსარგებლე
პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი
მუხლი 3
სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მუხლი 3
სააგენტო
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.12.2025 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.12.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.12.2025 აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.12.2022 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2025 წლის 19 დეკემბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და 22-ე მუხლების მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის შემდეგი ქვეპროგრამები: 1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება დანართი 1-ის შესაბამისად. 2. ახალშობილთა ოჯახების დახმარება დანართი 2-ის შესაბამისად. 3. ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა დანართი 3-ის შესაბამისად. 4. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების  დახმარება დანართი 4-ის შესაბამისად. 5. ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება დანართი 5-ის შესაბამისად. 6. სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება დანართი 6-ის შესაბამისად. 7. მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება დანართი 7-ის შესაბამისად. 8. ა(ა)იპ – სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომის დაფინანსება დანართი 8-ის შესაბამისად;. 9. ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარება დანართი 9-ის შესაბამისად. 10. მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება დანართი 10-ის შესაბამისად. 11. დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფა დანართი 11-ის შესაბამისად. 12. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება დანართი 12-ის შესაბამისად. 13. ხანდაზმულ პირთა დახმარება დანართი 13-ის შესაბამისად. 14. ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება დანართი 14-ის შესაბამისად. 15. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება დანართი  15-ის შესაბამისად.. 16. სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება დანართი 16-ის შესაბამისად. 17. შშპ პირთა დახმარება დანართი 17-ის შესაბამისად. 18. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება დანართი 18-ის შესაბამისად. 19 . გურჯაანის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა დანართი 19-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული  ასიგნების ფარგლებში. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.ge,  20/12/2024წ., 010250050.35.166.016617   მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევანი ხაზიური დანართი №1 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი არასრულწლოვანი შვილი, თუ ოჯახის შემადგენელ წევრთა 50% და მეტი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და/ან არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე პირი. 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის/ების პირადობის მოწმობის ასლი; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) ოჯახის ყველა წევრის რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაცია, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ზ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 3🔗. მომსახურების მოცულობა დახმარება გაიცემა მრავალშვილიანი ოჯახის მე-4 და ყოველ შემდეგ 18 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვზე 100 ლარი ყოველთვიურად. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით ანაზღაურება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თვის მომდევნო თვიდან მშობლის საბანკო ანგარიშზე, თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ყოველი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად ბავშვის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემთხვევაში ბავშვის დახმარება შეწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 3. ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილებით დამტკიცებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის მოსარგებლე ოჯახებს გაუგრძელდეთ მოპოვებული უფლებები 2026 წლის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პრგრამის ფარგლებში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები დახმარებით ვერ ისარგებლებს მრავალშვილიანი ოჯახი, თუ ბავშვი/ბავშვები ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში. მუხლი 7🔗. მონიტორინგი დაევალოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს წელიწადში ერთხელ მოახდინოს პროგრამის მოსარგებლე მრავალშვილიანი ოჯახების გადამოწმება ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შეუსაბამობის დადგენა პროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია. დანართი №2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია დემოგრაფიული მაჩვენებლების და ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტშიმუდმივად მცხოვრები 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ერთერთი მშობელი ასევე რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში და/ან არის დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი. 2. ახალშობილთა დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები; დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის და მშობლის რეგისტრაციის ადგილის შესახებ, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ; ე) თანხის მიმღები მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) მშობლის და/ან ბავშვის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა დახმარება გაიცემა 1-ელ და მე-2 ახალშობილზე – 500 (ხუთასი ) ლარი, მე-3 და ყოველ შემდეგ ბავშვზე – 700 (შვიდასი) ლარი ერთჯერადად. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანიდან არაუგვიანეს შემდეგი თვის 15 რიცხვამდე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №3 ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 03) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და იშვიათი დაავადებების მქონე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელი საკვების მიწოდება. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვი: ა) 0-დან ერთი წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახი პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართვის დროს რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა და ბავშვი არის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის მაძიებელი; ბ) ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული პირები. 2. თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა; ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; თ) ცნობა სსიპ –სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ (პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს მიკუთვნებული ბენეფიციარისთვის); ი) გადაწვეტილება ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ, გაცემული მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს – კახეთის რეგიონული საბჭოს მიერ. მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა 1. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარება საკვების შესაძენად გაიცემა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 2. 18 წლის ასკის ზემოთ ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული პირების დახმარების ოდენობა განისაზღვრება წლიური ლიმიტით – 3 000 ლარი. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 60 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი 4 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში დევნილის ან ლტოლვილის სტატუსის მქონე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში და აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტეტიტორიაზე მცხოვრები ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში; ბ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი; გ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი; დ) ოჯახი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; ე) ოჯახი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სარეიტინგო ქულა გადამოწმების მიზნით; ვ) ოჯახი, რომელმაც მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით და არ არის ამოწურული კანონმდებლობით განსაზღვრული ქულის მინიჭების ვადა. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“ „გ“, „დ“, „ე“ „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ, გაცემული მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში; ე) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ასლი სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან ბავშვის რეინტეგრაციის შესახებ; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბავშვის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV-100/ა; თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობა გაცემული სოციალური მომსახურების სააგენტოდან აღნიშნული ფაქტის შესახებ. ი) ინფორმაცია, ბავშვთან/ბავშვებთან ერთად, ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მშობლის/მშობლების, კანონიერი წარმომადგენლის შემოსავლების შესახებ, გაცემული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ. (აღნიშნული მონაცემების გამოთხოვას უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ახორციელებს საქმისმწარმოებელი სოციალური მუშაკი, რომელიც ზემოთ ხსენებულ პირთა შესახებ, ითხოვს უკანასკნელი ერთი წლის დეკლარილებულ ინფორმაციას). მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები და დაფინანსების მოცულობა 1. ქვეპროგრამის ღონისძიებებია: ა) საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ შემდეგი გაანგარიშებით: ოჯახში მაცხოვრებელ თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. ერთ ოჯახზე ვაუჩერის საფუძველზე შესაძლებელია განაღდდეს არაუმეტეს 300 ლარის ღირებულების საქონელი; ბ) ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ შემდეგი გაანგარიშებით: ოჯახში მაცხოვრებელ თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. ერთ ოჯახზევაუჩერის საფუძველზე შესაძლებელია განაღდდეს არაუმეტეს 200 ლარის ღირებულების საქონელი; გ) სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ შემდეგი გაანგარიშებით: ოჯახში მაცხოვრებელ თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. ერთ ოჯახზე ვაუჩერის საფუძველზე შესაძლებელია განაღდდეს არაუმეტეს 200 ლარის ღირებულების საქონელი; დ) საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ. ვაუჩერის საფუძველზე შესაძლებელია განაღდდეს არაუმეტეს 1300 ლარის ღირებულების საქონელი; ე) საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1300 ლარს. 2. ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ღონისძიებით საბიუჯეტო წლის განმავლობაში. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტს რეკომენდაციის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას (ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით გაცემული რეზოლუციის ფორმით) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება დაინტერესებულ პირს წერილობით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ მზადდება და გაიცემა ვაუჩერი განმცხადებლის სახელზე. 3. განმცხადებელს, მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ეცნობება წერილობით, რომლის მიღების მე-2 დღიდან იგი ვალდებულია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ჩათვლით ჩაიბაროს გაცემული ვაუჩერი, აგრეთვე მისი ჩაბარების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სოციალური მუშაკის ზედამხედველობით მიმწოდებელთან გაანაღდოს ვაუჩერი. აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში გაცემული ვაუჩერი ჩაითვლება გაუქმებულად. 5. ვაუჩერის განაღდებას მეთვალყურეობს უფლებამოსილი სოციალური მუშაკი. 4. განაღდებული ვაუჩერი ანაზღაურდება ვაუჩერის „ბ“ ნაწილის, მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, საამისოდ სპეციალურად გამოწერილი, საგადასახადო დოკუმენტაციისა და სოციალური მუშაკის წერილობითი დასკვნის საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 5. განმცხადებლების დაკმაყოფილება მოხდება ბიუჯტით განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს მაგრამ (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. შესაბამისი რესურსის შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ფინანსური რესურსის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების რიგითობის გათვალისწინებით. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული პირი. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №5 ბავშვთა სამედიცინო - სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი 1. ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია. 2. ქვეპროგრამის ამოცანაა მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ისეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები, დევნილის სტატუსის მქონე და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული: ა) სახელმწიფო პროგრამის (ბავშვთა ადრეული განვითარების და/ან ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამების)მაძიებელი: ა.ა) 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი – Q 90; ა.ბ) 0-დან 7 წლის ჩათვლით ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი – R 62.0; ა.გ) 0-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი – F 84.0, F 84.1, F 84.5, F 84.9; ა.დ) ბავშვთა ცერებრალური დამბლა – G 80. ბ) 7 წლიდან 18 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი – F84.0, F84.1, F84.5, F84.9; სახელმწიფო პრორამის მიღმა დარჩენილი ბავშვი; გ) 0-დან 7 წლის ასაკის ჩათვლით აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე ბავშვი – F 84.0, F 84.1, F 84.5, F 84.9; 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლი) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის) ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV 100/ა; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ვ) ცნობა მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან სერვისის მიწოდების შესახებ; ზ) ცნობა – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან შესაბამისი პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); თ) აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის „ADOS–2“ ტესტირების შედეგი (საჭიროების შემთხვევაში) გაცემული ბოლო ერთი წლის განმავლობაში; ი) გადაწყვეტილება კანონიერი წარმომადგენლის შესახებ. მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარს დაუფინანსდება თვეში 8 სეანსი შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 2. მე-2 მუხლის პირველიპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარს დაუფინანსდება თვეში 12 სეანსი შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარს დაუფინანსდება თვეში 4 სეანსი. 4. სეანსის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 30 ლარის. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას: ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალური პროგრამის ვადის ამწურვამდე. 3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: რეესტრს (ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი მომსახურების სახეობა, მომსახურების ჯერადობა, მომსახურების ჩატარების ადგილი, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა), ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. მომსახურება ანაზღაურებას ექვემდებარება 60 სამუშაო დღეში. 5. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი ქვეპროგრამით გათვალიწინებული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული იურიდიული პირი.“. მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილებით დამტკიცებული ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის ქვეპროგრამის მოსარგებლე პირებს გაუგრძელდეთ მოპოვებული უფლებები ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეებს ამ პროგრამის ვადის ამოწურვამდე, ,,გ“ ქეპუნქტის მოსარგებლეებს გაუგრძელდეთ მოპოვებული უფლებები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონული ცენტრის 2025 წლის გადაწყვეტილებით მიღებული ვადის შესაბამისად. დანართი №6 სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე (სტაციონარული, ამბულატორიული, ფიზიოთერაპიული მკურნალობა, კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი; ბ) დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი; გ) სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV100/ა (გაცემული არაუადრეს 90 კალენდარული დღისა); ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული არაუადრეს 90 კალენდარული დღისა); ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ზ) ვეტერანის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); თ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ლ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მ) დოკუმენტი სახელმწიფო ზრუნვის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. თუ გადასახდელი თანხა ნაკლებია 5 000 ლარზე: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქმედი 150 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირის, მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანის, დევნილის სტატუსის მქონე პირის, ძალადობის მსხვერპლის, შშმ და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების და ბავშვთა ფიზიოთერაპიული მკურნალობის) განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს მომსახურების ღირებულების 70%-ს, არაუმეტეს 1 000 ლარისა; ბ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 2 000 ლარით; გ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვის ფიზიოთერაპიული მკურნალობის თანადაფინანსება შეადგენს გადასახდელი თანხის 70 %-ს არაუმეტეს 1000 ლარის. დ) პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 300 ლარს, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განხორციელდება წელიწადში ერთხელ, გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 ლარისა. 2. თუ პირველადი მომართვის დროს გადასახდელი თანხა ტოლია ან მეტი 5 000 ლარზე (გარდა ბავშვთა ფიზიოთერაპიული მკურნალობის): ა) თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 50%-ს, არაუმეტეს 3 000 ლარის. ბ) თუ პირმა ისარგებლა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, განმეორებით ვერ ისარგებლებს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“, „გ“და ,,დ“ ქვეპუნქტებით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ასანაზღაურებელი წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე, 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, გარდა ამბულატორიული, ფიზიოთერაპიული მკურნალობის, კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების), ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 60 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები 1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს; ბ) ბენეფიციარმა მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა ამ დადგენილების ამავე დანართის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან ამ დადგენილების მე-7 დანართის მე-3 მუხლის 1-ელი ქვეპუნქტით განსაზღვრული დახმარებით (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე პირისა); გ) საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები; დ) პაციენტის მიერ არჩეული ექიმის ჰონორარი; ე) პირი, რომელიც არის 18 წელზე მეტი ასაკის და საჭიროებს ფიზიოთერაპიულ მკურნალობას; ვ) პლასტიკური ოპერაციები, უშვილობასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები, სტომატოლოგიური დახმარება (გარდა სტაციონარული სტომატოლოგიური დახმარება). ზ) ბარიატრია; თ) უკვე ჩატარებული მკურნალობა (გარდა გადაუდებელი შემთხვევების). 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე. 3. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი პირადობის მოწმობის ასლი, მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. 4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო პროგრამის და/ან კერძო დაზღვევის მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა), მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. 5. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება. 6. უკვე ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის მკურნალობის თანადაფინანსების მიზნით მოსარგებლემ დამატებით უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება მისი მხრიდან გადასახდელი დავალიანების შესახებ. დანართი №7 მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 08) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების შეძენაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი; ბ) მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე; გ) შშმ ბავშვი; დ) ძალადობის მსხვერპლი; ე) მიასთენიით და გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირი; ვ) 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიის, A ტიპის შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის დაავადების III-V სტადიის დიაგნოზის მქონე პირი; ზ) მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტი; თ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი; ი) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუის მქონე პირი; კ) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები სახელმწიფო პროგრამის მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვი. მუხლი 3🔗. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების შეძენაზე თანადაფინანსებისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV100/ა (ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში გაცემული ონკოლოგის მიერ); ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სტუდენტის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); ი) ვეტერანის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); კ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის და/ან კერძო დაზღვევის ფარგლებში გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); მ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ნ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ო) დოკუმენტი სახელმწიფო ზრუნვის მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე პირის, შშმ ბავშვის, დევნილის სტატუსის მქონე პირის და მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის, მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე სტუდენტის, მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირის მედიკამენტების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების შემთხვევის), განხორციელდება მედიკამენტების ღირებულების 50%-ით, არაუმეტეს 200 ლარისა წელიწადში ერთხელ. 2. მიასთენიის, გაფანტული სკლეროზის, 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიის და თირკმელის დაავადების III-V სტადიის დიაგნოზის მქონე პირების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტის ოდენობა შეადგენს 800 ლარს (ერთჯერადად გაიცემა 200 ლარი. გაცემულ დახმარებებს შორის პერიოდი არ უნდა შეადგენდეს 3 თვეზე ნაკლებს). 3. 18 წლამდე ასაკის A ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვების საანალიზო ჩხირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 800 ლარს (ერთჯერადად გაიცემა 200 ლარი. გაცემულ დახმარებებს შორის პერიოდი არ უნდა შეადგენდეს 3 თვეზე ნაკლებს). 4. ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 500 ლარს. მუხლი 5🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 60 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები 1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს; ბ) ბენეფიციარმა მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა ამ დადგენილების მე-6 დანართის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით, ან ამავე დანართის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დახმარებით. 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე. 3. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე. 4. თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ ,,ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს“ და/ან მიერ გაცემულ მიმართვაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში), მაშინ დაფინანსება მოხდება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. დანართი №8 ა(ა)იპ  –  სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომის“ დაფინანსება  (პროგრამული კოდი 06 02 09) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ პირი ან შშმ ბავშვი; ბ) ოჯახი, რომლის ყველა წევრი პენსიონერია; გ) ოჯახი, რომელიც შედგება მხოლოდ მარტოხელა მშობლის და არასრულწლოვანი შვილის/შვილებისაგან; დ) ოჯახი, რომლის სარეიტიგო ქულა უფრო ნაკლებია. 2. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთი და იმავე კატეგორიების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ყოველი მომდევნო პუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს. 3. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის /ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV 100/ა; ზ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ბენეფიციართა უფასო კვება განხორციელდება კვირაში ექვსი დღე, დღეში ერთხელ, ადგილზე –ქალაქ გურჯაანში და სოფელ კაჭრეთში. ტერიტორიულად დაშორებულ დასახლებებში და გადაადგილების უნარშეზღუდული პირისთვის (რასაც ადასტურებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100/ა) საკვების მიტანა განხორციელდება საცხოვრებელ ადგილზე მიტანით. 2, ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ დღეს ძირითადი სიის ცალკეული ბენეფიციარები რაიმე მიზეზით არ იღებენ კუთვნილ ულუფას, არგამოცხადებულ ბენეფიციართა ნაცვლად საკვების მიღების უფლება აქვთ დამატებითი სიის ბენეფიციარებს. დამატებითი სიის ბენეფიციართა ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 5%-ს. 4. ქვეპროგრამის როგორც ძირითად, ასევე დამატებით სიაში ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი პროგრამის მიმწოდებელია ა(ა)იპ „მოქალაქეთა თანადგომა“. მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები 1. ქვეპროგრამიდან ამორიცხვა (საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარდაცვალება, ბენეფიციარის პირადი განცხადება, ბენეფიციარის მხრიდან ერთ თვეში 10 არასაპატიო მიზეზით გაცდენა) განხორციელდება ა(ა) იპ „მოქალაქეთა თანადგომის“ დირექტორის მომართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 2. პროგრამის მოსარგებლის სტატუსი არ განესაზღვრება ოჯახის წევრს, რომელიც არის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულების აღსაზრდელი. 3. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს წელიწადში ერთხელ მოახდინოს პროგრამის მოსარგებლე ოჯახების გადამოწმება ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შეუსაბამობის დადგენა პროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია. დანართი №9  ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარება  (პროგრამული კოდი 06 02 10) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების პატივგება საქართველოს კანონით „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულება. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე პირები: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო, აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანი. 2. თანადაფინანსებისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (საჭიროების შემთხვევაში); დ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრების შესახებ; ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. ზ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახებზე (მშობელი, მეუღლე, 18 წლამდე ასაკის შვილი) და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. 2. გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის თანადაფინანსების მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. ქვეპროგრამის მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №10  მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 11) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია გარდაცვლილის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) უპატრონო გარდაცვლილი; ბ) გარდაცვლილი, რომლის ოჯახი შედგება მხოლოდ შშმ პირებისგან ან 0-18 წლამდე ასკის ბავშვისაგან/ბავშვებისაგან. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის); ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წამომადგენლისაგან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ე) ხარჯის გამწევი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ზ) ნოტარიულად დამოწმებული აქტი ხარჯის გამწევი პირის შესახებ; თ) ოჯახის წევრთა შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) ოჯახის წევრთა პირადობის (დაბადების მოწმობის) დამადასტურებელი მოწმობის ასლები. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. სარიტუალო მომსახურაბაზე თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანის დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.  დანართი №11 დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 12) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში უსახლკარო ოჯახად/პირად რეგისტრირებული: ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 21 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან; ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 21 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისად). გ) თუ ოჯახი მრავალშვილიანია; დ) თუ პირი ძალადობის მსხვერპლია (მსხვერპლის ვადის ამოწურვამდე); ე) თუ 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდა სახელმწიფო ზრუნვიდან გასულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში; ვ) თუ ოჯახი შედგება მხოლოდ მარტოხელა ( შვილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება) ხანდაზმული 70 წელზე მეტი ასაკის პირის /პირებისაგან; ზ) თუ ოჯახი შედგება შშმ პირის/პირებისაგან. 2. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის /ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ; თ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის და ქირით ცხოვრების შესახებ გამქირავებლის პირადი მონაცემების მითითებით – გვარი, სახელი, პირადი ნომერი (გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ); ი) გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; კ) ინფორმაცია უსახლკარო ოჯახად/პირად რეგისტრაციის შესახებ. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 300 ლარს ყოველთვიურად. 2. პროგრამის ბიუჯეტის გათვალიწინებით, ერთდროულად ამ პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს. 3. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს მაგრამ ვერ ხერხდებაამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ფინანსური რესურსისმოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება ჩაირიცხება განცხადების შემოტანიდან მეორე თვის 15 რიცხვამდე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6🔗. დამატებითი პრობები ქვეპროგამის ბენეფიციარს შეუჩერდება დაფინანსება, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ბენეფიციარის მიერ საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, შემთხვევის გამოვლენიდან შემდეგ თვეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულის შესახებ ბენეფიციარმა წინსწარ აცნობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 7🔗. მონიტოროინგი დაევალოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს მოახდინოს ქვეპროგრამის მოსარგებლე უსახლკარო პირის/ოჯახის გადამოწმება კვარტალში ერთხელ ამ დანართის მე-2 მუხლით მოთხოვნილ პირობებთან შესაბამისობისდადგენის მიზნით. შეუსაბამობის დადგენა პროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია. დანართი №12 უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა უბედური შემთხევის (ხანძარი, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახი. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნა; დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ქვეპროგრამის ფარგლებში უბედური შემთხვევის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად არაუმეტეს 5 000 ლარისა. მუხლი 4🔗. თანადაფინასების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე შემდეგი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №13  ხანდაზმულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ხანდაზმული პირის მიმართ ზრუნვისა და პატივისცემის გამოხატვა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. პროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 95 წლის და 95 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმული პირი. 2. 95 წლის და 95 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმული პირის მიერ თანხის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა ბენეფიციარზე საჩუქრის სახით გაიცემა 300 ლარი. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №14 ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავე დროს მუდმივად მცხოვრები ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-დან 100 000-მდე; ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი; გ) ძალადობის მსხვერპლი. 2 . ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ვ) ცნობა, გაცემული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ; ზ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარი წელიწადში ერთხელ. 2. მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარი წელიწადში ერთხელ. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის შემდეგი თვის 15 რიცხვამდე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №15 ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 16) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: მარტოხელა მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შშმ ვეტერანი, რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი, ძალადობის მსხვერპლი. 2. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის, აგრეთვე ქვეპროგრამით სარგებლობის მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში, მისი დაბადების მოწმობის ასლი; გ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში); დ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში); ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) რინტეგრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (საჭიროების შემთხვევაში); თ) სადისტრიბუციო კომპანიის „ეპ ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი); ი) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; კ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ლ) აბონენტის თანხმობა „ეპ ჯორჯიადან“ ინფორმაციის გამოთხოვის უფლების შესახებ; მ) აბონენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ელექტროენერგიის ყოველთვიური ხარჯის თანადაფინანსება შეადგენს არაუმეტეს 15 ლარს ერთ მოსარგებლეზე. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ სადისტრიბუციო კომპანიის – „ეპ-ჯორჯია მიწოდება“ – მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე განცხადების შემოტანის შემდეგი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად სადისტრიბუციო კომპანიის – „ეპ ჯორჯია მიწოდება“ – მიერ ბენეფიციართა დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე; 3. პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის თანადაფინანსების ქვეპროგრამის მოსარგებლე პირებს გაუგრძელდეთ მოპოვებული უფლებები ქვეპროგრამით გათვალისწინებული მოსარგებლეთა კრიტერიუმების შესაბამისად ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6🔗. მონიტორინგი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ გაცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყოველთვიური მონიტორინგი ქვეპროგრამის მოსარგებლეთა საცხოვრებელი ადგილის ცვლილების ან გარდაცვალების შესახებ, რაც პროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძვლია. დანართი №16 სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 17) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების გზით მოქალაქეებისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მისარგებელთა შერჩევის წესი 1. პროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირი: ა) ჰემოდიალიზის და პერიტონეული დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე. ბ) ამ პროგრამის მე-5 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოსარგებლეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება150 000-ს 2. თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N –IV-100/ა; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ზ) ცნობა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ სერვისის მიწოდები შესახებ; თ) ცნობა შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესახებ. ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელი ადგილის დაშორების შესაბამისად დანართი 16.1 შესაბამისად. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის მომდევნო თვიდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62დადგენილებით დამტკიცებული სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების ქვეპროგრამის მოსარგებლე პირებს გაუგრძელდეთ მოპოვებული უფლებები: ა) ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს პროგრამის ვადი ამოწურვამდე. ბ) ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოსარგებლეებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონული ცენტრის 2025 წლისგადაწყვეტილებით მიღებული ვადისშესაბამისად. დანართი №16.1 ზონა საცხოვრებელი ადგილი ზონა საცხოვრებელი ადგილი სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა თანხა       (ლარი) სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა თანხა       (ლარი) სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა თანხა       (ლარი) სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა თანხა       (ლარი) I ვაჩნაძიანი გურჯაანი 100 თელვი 80 წნორი 140 თბილისი 200 კალაური შაშიანი ვაზისუბანი II მუკუზანი 80 100 120 ზეგაანი ველისციხე ახაშენი ყიტაანი III ჩუმლაყი 60 120 100 ქ. გურჯაანი ს .გურჯაანი IV ჭანდარი 70 120 80 ძირკიკი ვეჯინი V კოლაგი 100 140 70 ბაკურციხე კარდენახი VI ჩალაუბანი 120 200 100 მელაანი არაშენდის თემი ნანიანი VII ჯიმითი ს. 120 200 140 ს. კაჭრეთი კაჭრეთი ჭერემი დანართი №17  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება  პროგრამული კოდი (06 02 18) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია შშმ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, საზოგადოებაში ინტეგრაციის და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლე არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირი; ა) 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირი, რომელსაც აქვს მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტეალური, სენსორული დარღვევა გადაადგილებისა და თვითმომსახურების მე-3 ხარისხის შეზღუდვით; ბ) დღის ცენტრის „life line” მომსახურების მოსარგებლე პირი; გ) სათემო ორგანიზაცია „ხელი ხელს“; დ) სათემო ორგანიზაცია „LiFe LINe”; ე) სათემო ორგანიზაცია ა(ა)იპ „ზრუნვისა და განვითარების სახლი თანადგომა; ე) უსინათლო პირი; ვ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის და/ან უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV100/ა მოვლის საშუალებების(პამპერსი, სველი ხელსახოცი, კოლოსტომის ჩანთა და სხვა) საჭიროებების რეკომენდაციით; დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1.ამ დანართის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტს მიკუთვნებულ პირთა მოვლის საშუალებების (პამპერსი, სველი ხელსახოცი, კოლოსტომის ჩანთა და სხვა) თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განისაზღვრება 800 ლარით. ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 200 ლარი (გაცემათ შორის შუალედი არანაკლებ სამი თვე). 2. 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე „დღის ცენტრის’’ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ან სარეიტინგო ქულის არმქონე პირის თანადაფინანსება – ყოველთვიურად სახელმწიფო ვაუჩერის ღირებულების 20%. 3.უსინათლო პირისთვის ხმოვანი წნევის გასაზომი აპარატის, თერმომეტრის და გლუკომეტრის, უსინათლოთა ხელჯოხის შესაძენად – საგნის ღირებულების 70%. 4. მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტის რეაბილიტაციის თანადაფინანსება – წლიური ლიმიტი 2000 ლარი. 5. საოჯახო ტიპის სახლის „ხელი ხელს“ კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 2 000 ლარი. 6. სათემო ორგანიზაციის „LIFE LINE“ გაზის გადასახადის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი – 2000 ლარი. 7. ა(ა)იპ „ზრუნვისა და განვითარების სახლი თანადგომის“ კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1 000 ლარი. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმომადგენელი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ)პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მე-3 მუხლის 1-ელ, მე-3, მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მე-3 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხა უნაღდო ანგარიშსწორების წესით ჩაირიცხება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.  დანართი №18  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება  (პროგრამული კოდი 06 02 19) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: ა) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 150 000-მდე ქულის მქონე ოჯახის: ა.ა) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია; ა.ბ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტი შვილი. ა.გ) სტუდენტი, რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის ერთ-ერთი მშობლის შესახებ; ა.დ) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის შშმ პირი; ბ) ორივე გარდაცვლილი მშობლის სტუდენტი შვილი; გ) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთ მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა. 2. სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ); დ) სტუდენტის მოწმობის ასლი; ე) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ); ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტი (საჭიროების შემთხვევაში); თ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის ღირებულების ოდენობის და საბანკო ანგარიშის ნომრის შესახებ; ი) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; კ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1 000 ლარს. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თანხა ჩაირიცხება სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №19 გურჯაანის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 20 ) მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა (შემდგომში „პროგრამა“) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის შესაბამისად განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორცილების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა 1. პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა პერსონალური ასისტირების საშუალებით; 2. პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას სამუშაო ადგილზე საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას; ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა; გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას; დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია); ე) მომსახურების მიმღები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წელზე უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი; ვ) ვაუჩერი – მუნიციპალიტეტის მიერ ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემული მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად; ზ) მომსახურების მიღების მსურველთა სია – სია, რომელშიც შიყვანება მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა; თ) მომსახურების მაძიებელი – პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტს პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ; ი) მოსარგებლე – პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი; კ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ლ) სააგენტო – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. მუხლი 4🔗. პროგრამის აღწერა და ინფორმაციის გავრცელება 1. პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას. 2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები, ინფორმაციას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ების შესახებ და სხვა) გავრცელებას უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი საშუალებებით: ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია; ბ) სოციალური ქსელი; გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი; დ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მუხლი 5🔗. პროგრამით მომსახურების მიმღები პირები და პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები 1. პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი. 2. პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს; ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი; გ) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი); დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ე) მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი. 3. პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი კრიტერიუმებია: ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24-საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო მომსახურებაში; ბ) არის ამ ქვეპროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის ან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის მომსახურების მოსარგებლე. 4. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია: ა) წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა; ბ) ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება; გ) ფუნქციური შეფასების დაბალი ქულა; დ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია. 5. ერთდროულად ამ პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. მუხლი 6🔗. პროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია 1. მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი; დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მერია აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად 1 თვის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული). 3. მომსახურების მაძიებლის შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც 1 თვის ვადაში წარდგენილი უნდა იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამაში ჩართვის საკითხის განხილვის მიზნით. 4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებისსამსახური განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს. განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, წარუდგენს წინადადებას მერს. მერი იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომსახურების მაძიებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამატებით იგზავნება მუნიციპალიტეტში სამინისტროს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია. 5. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით. მუხლი 7🔗. პროგრამაში ჩართვის ორგანიზება 1. პროგრამაში ჩართვის შესახებ მერის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომსახურების მაძიებელს ეცნობება დადებითი გადაწყვეტილება და ეგზავნება მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია. 2. შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების მაძიებელმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტში მომსახურებისმიმწოდებლად რეგისტრირებულ მისთვის სასურველ ორგანიზაციას პერსონალური ასისტენტის შერჩევის, ასისტირების მოცულობისა და პირობების შეთანხმების მიზნით. 3. მომსახურების მიღების მსურველის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, მიმწოდებელი ორგანიზაცია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს მომსახურების მიღების მსურველი პირის საჭიროებების შეფასებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, რომელიც გულისხმობს შემდეგს: 1) ცხოვრების სტილის, გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელების და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, ასისტირებისთვის საჭირო საათების ოდენობის და მომსახურების სახეების განსაზღვრას ვაუჩერით დადგენილი თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის/ასისტენტების შერჩევას, მისი სურვილის, შესაძლებლობების, საჭიროებების (მაგ.: ასაკი, სქესი, პიროვნული თვისებები, კულტურული თავისებურებები, ინტერესები, საკომუნიკაციო ენა, ჩვევები და ა.შ.) და ასისტენტის კომპეტენციების გათვალისწინებით; 2) მიმწოდებელი ორგანიზაცია მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირისთვის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას; 3) პერსონალური ასისტენტის შერჩევის შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტს და მომსახურების მიმღებ პირს შორის ფორმდება პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს. მხარეებს შორის გასაფორმებელი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარედგინება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას; 4) მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მომსახურების მიმღებსა და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს პროგრამაში მაძიებლის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს. მუხლი 8🔗. მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები 1. მომსახურების შეჩერების საფუძვლებია: ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება; ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადისა; გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას. 2. მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება; ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა; გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა; დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას; ე) მოსარგებლის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა; ვ) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში; ზ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს; თ) მოსარგებლის გარდაცვალება. მუხლი 9🔗. პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის დაფინანსება 1. პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით. 2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება, რომელიც ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, მოიცავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღები პირის შეფასებას, პერსონალური ასისტენტის ხელფასს, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ადმინისტრირების და საზედამხედველო ხარჯებს. 3. მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება: ა) რეგულარული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 60 საათი; ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 120 საათი. 4. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის - საათში 13 ლარი. 5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალური ვაუჩერის მეშვეობით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 6. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდებისდამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. მუხლი 10🔗. მომსახურების მონიტორინგი 1. პერონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობისუზრუნველყოფის მიზნით მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური: ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას; ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას; გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს; დ) პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი. მუხლი 11🔗. დამატებითი პირობები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №64 დადგენილებით დამტკიცებული ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის“ მოსარგებლეებს გაუგრძელდეთ მოპოვებული უფლებები 2026 წლის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პრგრამის ფარგლებში.