1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავე დროს მუდმივად მცხოვრები ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-დან 100 000-მდე;
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი;
გ) ძალადობის მსხვერპლი.
2 . ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ვ) ცნობა, გაცემული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ;
ზ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენ