1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: მარტოხელა მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შშმ ვეტერანი, რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი, ძალადობის მსხვერპლი.

2. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის, აგრეთვე ქვეპროგრამით სარგებლობის მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში, მისი დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) რინტეგრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (საჭიროების შემთხვევაში);

თ) სადისტრიბუციო კომპანიის „ეპ ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი);

ი) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

კ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ლ) აბონენტის თანხმობა „ეპ ჯორჯიადან“ ინფორმაციის გამოთხოვის უფლების შესახებ;

მ) აბონენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ