1. პროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირი:

ა) ჰემოდიალიზის და პერიტონეული დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე.

ბ) ამ პროგრამის მე-5 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოსარგებლეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება150 000-ს

2. თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N –IV-100/ა;

ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ზ) ცნობა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ სერვისის მიწოდები შესახებ;

თ) ცნობა შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესახებ.

ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში