1. ქვეპროგრამის მოსარგებლე არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირი;
ა) 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირი, რომელსაც აქვს მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტეალური, სენსორული დარღვევა გადაადგილებისა და თვითმომსახურების მე-3 ხარისხის შეზღუდვით;
ბ) დღის ცენტრის „life line” მომსახურების მოსარგებლე პირი;
გ) სათემო ორგანიზაცია „ხელი ხელს“;
დ) სათემო ორგანიზაცია „LiFe LINe”;
ე) სათემო ორგანიზაცია ა(ა)იპ „ზრუნვისა და განვითარების სახლი თანადგომა;
ე) უსინათლო პირი;
ვ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის და/ან უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV100/ა მოვლის საშუალებების(პამპერსი, სველი ხელსახოცი, კოლოსტომის ჩანთა და სხვა) საჭიროებების რეკომენდაციით;
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდა