1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:

ა) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 150 000-მდე ქულის მქონე ოჯახის:

ა.ა) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია;

ა.ბ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტი შვილი.

ა.გ) სტუდენტი, რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის ერთ-ერთი მშობლის შესახებ;

ა.დ) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის შშმ პირი;

ბ) ორივე გარდაცვლილი მშობლის სტუდენტი შვილი;

გ) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთ მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა.

2. სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ);

დ) სტუდენტის მოწმობის ასლი;

ე) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ);

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტი (საჭიროების შემთხვევაში);

თ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის ღირებულების ოდენობის და საბანკო ანგარიშის ნომრის შესახებ;

ი) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

კ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლ