1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმომადგენელი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;

ბ)პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.

2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მე-3 მუხლის 1-ელ, მე-3, მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მე-3 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხა უნაღდო ანგარიშსწორების წესით ჩაირიცხება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისა