1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის მომდევნო თვიდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისა