1.ამ დანართის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტს მიკუთვნებულ პირთა მოვლის საშუალებების (პამპერსი, სველი ხელსახოცი, კოლოსტომის ჩანთა და სხვა) თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განისაზღვრება 800 ლარით. ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 200 ლარი (გაცემათ შორის შუალედი არანაკლებ სამი თვე).

2. 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე „დღის ცენტრის’’ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ან სარეიტინგო ქულის არმქონე პირის თანადაფინანსება – ყოველთვიურად სახელმწიფო ვაუჩერის ღირებულების 20%.

3.უსინათლო პირისთვის ხმოვანი წნევის გასაზომი აპარატის, თერმომეტრის და გლუკომეტრის, უსინათლოთა ხელჯოხის შესაძენად – საგნის ღირებულების 70%.

4. მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტის რეაბილიტაციის თანადაფინანსება – წლიური ლიმიტი 2000 ლარი.

5. საოჯახო ტიპის სახლის „ხელი ხელს“ კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 2 000 ლარი.

6. სათემო ორგანიზაციის „LIFE LINE“ გაზის გადასახადის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი – 2000 ლარი.

7. ა(ა)იპ „ზრუნვისა და განვითარების სახლი თანადგომის“ კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1 000 ლარ