📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016631 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/12/2025
1,368 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.05.2019 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.02.2019 მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 20.02.2026 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.12.2025 ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2025 წლის 22 დეკემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/12/2024წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016601). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიადი მხეიძე დანართი აამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗. პროგრამის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამ პროგრამის მე-4 და მე-5 მუხლების მიზნებისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარებისათვის, (გარდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ბავშვებისა და  იმ პირთათვის, რომლებსაც დროებით შეჩერებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი) ხოლო სხვა ქვეპროგრამებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებისთვის, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, დროებით რეგისტრირებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა  და გაცემის წესს. 2. პროგრამის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. 3. პროგრამა უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსებას, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით. 4. პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს: ა) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა); ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა; გ) ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; დ) ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა. მუხლი 2🔗. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა) 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა: ა) ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიართროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა), შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი), ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ხანგრძლივად მოავადე პირს, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული მკურნალობის კურსი; ბ) გულის უკმარისობის III და IV კლასის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მედიკამენტებით მკურნალობას; გ) თვალის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს თვალის ინექციას. 2. დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს (ას ორმოცდაათი ათას ერთი), გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და ამ მუხლის ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული დაავადების მქონე პირებისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 200 (ორასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, (დიაბეტის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა). „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში წლიური 400 (ოთხასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში წლიური 1000 (ერთი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 4. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წლიური ლიმიტით არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა, ხოლო „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წლიური ლიმიტით არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ამოწურვამდე. 5. დაფინანსების მიღების მიზნით ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); გ) დაბადების მოწმობის ასლი (0-18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა), სადაც მითითებული იქნება: დ.ა) მასზედ, რომ პაციენტი  საჭიროებს მუდმივი მედიკამენტური მკურნალობის კურსს; დ.ბ) იმ მედიკამენტების ჩამონათვალი (მკურნალობის მიმდინარე კურსზე რაოდენობრივად გათვლილი), რომელიც უნდა დაფინანსდეს; ე) ანგარიშფაქტურა ან ინვოისი; ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 3🔗. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვა. 2. ბენეფიციარი ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და შესაძენი მედიკამენტები, ასევე უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, არჩეული, აყვანილი ექიმის ჰონორარი. 4. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); გ) დაბადების მოწმობის ასლი (0-18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა); ე) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი; ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 4🔗. ამბულატორიულ-მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 1. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირს (გარდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ბავშვებისა), რომელსაც ესაჭიროება ამბულატორიულ-მაღალტექნოლოგიური მომსახურება. 2. ქვეპროგრამით დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები: ა) კომპიუტერული ტომოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში კონტრასტით); ბ) მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში კონტრასტით); გ) კორონაროგრაფია/გულის ანგიოგრაფია; დ) ელასტოგრაფია; ე) დოპლეროგრაფია/დუპლექსონოგრაფია; ვ) აორტოგრაფია; ზ) თვალის ტომოგრაფიული კვლევა. 3. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან: ა) მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტით ჯამში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტით ჯამში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა; გ) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 1300 (ათას სამასი) ლარით. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა. 5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); გ) დაბადების მოწმობის ასლი (0-18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა); ე) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი; ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 5🔗. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მომსახურება. 2. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩაუტარდა ან ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია: ა) თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარს მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1000 (ერთი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე; ბ) თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 3000 (სამი ათასი) ლარს და მეტს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე მოსარგებლე ფინანსდება 1500 (ათას ხუთასი) ლარით ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით; გ) თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს და მეტს მოსარგებლე ფინანსდება 2500 (ორიათას ხუთასი) ლარით ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 3. ქვეპროგრამის რამოდენიმე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტი განისაზღვროს არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა, უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, ესთეტიკური ქირურგიული მომსახურება (ოპერაცია), საკეისრო კვეთა და არჩეული, აყვანილი ექიმის ჰონორარი. 5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); გ) დაბადების მოწმობის ასლი (0-18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა); ე) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი; ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 6🔗. პროგრამის შედეგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შენარჩუნებული სტაბილური ჯანმრთელობა. მუხლი 7🔗. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 8🔗. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 9🔗. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი 1. სამედიცინო მომსახურების ფარგლებში დახმარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე ქვეპროგრამით, დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 3000 (სამი ათას) ლარს გარდა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადებისა მქონე პაციენტებისა – წლიური ლიმიტი არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი. 3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დანერგილი  ერთიანი ელექტრონული სერვისების მართვის სისტემის საშუალებით საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან პირის/ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოძახება. 4. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს  მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური. 5. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 6. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.