განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები), შემდეგი რედაქციით:

1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი: 01 00)

პრიორიტეტის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურებას, საქონელსა და მომსახურებას და სხვა. ასევე, პრიორიტეტი მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხარჯებს და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს.

2. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული  კოდი: 02 00)

თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში, გაგრძელდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პრიორიტეტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში განხორციელდება საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, საპირფარეშოების მოწყობა, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების  მშენებლობა, მზის ელექტროსადგურის მოწყობა, შენობების გადახურვისა და სხვა ინფრასტრუქტული სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაუფინანსებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (აბონენტად აყვანა) სამუშაოების ღირებულებას, იმ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, რომელთა ჩასახლებებიც ახლადგაზიფიცირებულია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს. მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:

პროგრამის დასახელება

წყლის სისტემების განვითარება (პროგრამული კოდი: 02 01)

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. შედეგად:

მუნიციპალიტეტის ყველა დევნილთა ჩასახლებაში იქნება სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;

მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს ექნება შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;

წყლისა და საკანალიზაციო სისტემებისა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნება დროულად.

ქვეპროგრამის დასახელება

სასმელი წყლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი: 02 01 01)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, შედეგად:

მუნიციპალიტეტის ყველა დევნილთა ჩასახლებაში იქნება სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;

მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს ექნება შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;

წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნება დროულად.

ქვეპროგრამის დასახელება

კანალიზაციის სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი: 02 01 02)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, შედეგად:

საკანალიზაციო სისტემებისა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნება დროულად.

პროგრამის დასახელება

საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი: 02 02)

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დევნილთა საცხოვრებელი შენობების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის მიზანია დროულად განხორციელდეს ამორტიზირებული, სტიქიის შედეგად და ასევე სხვადასხვა მიზეზით მიყენებული ზიანის აღმოფხვრა და მოქალაქეთა განცხადებებზე დროული რეაგირება.

პროგრამის დასახელება

ავარიული შენობებისა და სახლების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი:  02 03)

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში დევნილთა ჩასახლებებში განხორციელდება საცხოვრებელ სახლებში/ბინებში იატაკის შეცვლა, საცხოვრებელი შენობების გამაგრებისა და ავარიული შენობების რეაბილიტაციის სხვადასხვა ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს.

პროგრამის დასახელება

კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის სხვადასხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი:  02 04)

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში, დევნილთა ჩასახლებებში განხორციელდება კომუნალური ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ღონისძიებები (სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მშენებლობა, საპირფარეშოების მოწყობა, მზის ელექტროსადგურის მოწყობა და სხვა), აგრეთვე მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაუფინანსებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (აბონენტად აყვანა) სამუშაოების ღირებულებას, იმ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, რომელთა ჩასახლებებიც ახლადგაზიფიცირებულია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.

3. განათლება (პროგრამული კოდი: 03 00)

თიღვის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაგა-ბაღების ფინანსური მხარდაჭერა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:

პროგრამის დასახელება

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი: 03 01)

პროგრამის აღწერა და მიზანი

სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებაში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი. სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი და სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღი. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებას,  აგრეთვე უზრუნველყოფს  მას  საჭირო  ინვენტარით.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ  "თიღვის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლსგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება".

4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი: 04 00)

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:

პროგრამის დასახელება

სპორტის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი: 04 01)

პროგრამის აღწერა და მიზანი

სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ასევე, წარმატებული სპორტსმენების წახალისება.

ქვეპროგრამის დასახელება

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი: 04 01 01)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ასევე, წარმატებული სპორტსმენების წახალისება.

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ  "თიღვის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება".

პროგრამის დასახელება

კულტურის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი: 04 02)

პროგრამის აღწერა და მიზანი

თიღვის მუნიციპალიტეტი  აქტიურად უწყობს ხელს კულტურის განვითარებას,  ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელისშეწყობა და მათში ჯანსაღი ცხოვრების  წესის დამკვიდრებას.

ქვეპროგრამის დასახელება

კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი: 04 02 01)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ - თიღვის მუნიციპალიტეტის სკოლსგარეშე კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აერთიანებს კლუბებს და ბიბლიოთეკებს, აგრეთვე გამოდის  ჟურნალი  „ფრონის ხეობა“. სოფ. მოხისისა და ახალსოფლის დევნილთა ჩასახლების კლუბები უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტით და მასთან დაკავშირებული  ხარჯებით.

ქვეპროგრამის დასახელება

კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი: 04 02 02)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ექსკურსიები,  გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.

5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი: 05 00)

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:

პროგრამის დასახელება

სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი: 05 01)

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ქვეპროგრამის დასახელება

გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 01)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და ომში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების ანაზრაურებას, თითოეულ ბენეფიციარზე - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის დასახელება

ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი:  05 01 02)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია, ახალშობილთა პირველადი სოციალური დახმარება. თითოეულ დევნილ ოჯახზე ერთჯერადი დახმარების მოცულობა პირველ ახალშობილზე შეადგენს - 600 (ექვსასი) ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო ახალშობილზე 100 (ასი) ლარით მეტს.

ქვეპროგრამის დასახელება

80 წელს გადაცილებული მოხუცების ერთჯერადი სოციალური დახმარება ( პროგრამული კოდი:  05 01 03)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი 80 წლის და 80 წელს ზემოთ ასაკის პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, პროგრამის ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების მოცულობა შეადგენს - 200 (ორასი) ლარს.

ქვეპროგრამის დასახელება

ოპერაციების დაფინანსება (პროგრამული კოდი: 05 01 04)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ  გეგმური და ურგენტული ოპერაციები. თითოეული ოპერაციის შემთხვევაში, დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა.

ქვეპროგრამის დასახელება

მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 05)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში  ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მშობლები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 4 და მეტი შვილი (აქედან ერთი მაინც 18 წლამდე). დახმარების მოცულობა თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე შეადგენს - 100 (ასი) ლარს.

ქვეპროგრამის დასახელება

ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 06)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ონკოლოგიური ავადმყოფები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის დასახელება

მარტოხელა მშობლების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 07)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მარტოხელა მშობლები (დედა ან მამა), ასევე დევნილის სტატუსის არ მქონე მარტოხელა მშობლები (დედა ან მამა), რომლებსაც ჰყავთ თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილის სტატუსის მქონე შვილი ან შვილები, მარტოხელა მშობლის სტატუსის  წარმოდგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის დასახელება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 08)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი I ჯგუფის ინვალიდები და 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის დასახელება

დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 09)

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების გაწევას, როგორიცაა:

- დევნილ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადი სასურსათო დახმარება გაეწევათ სასაჩუქრე ბარათის სახით, რომლის ღირებულება თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება არაუმეტეს 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით;

- ახლადგაზიფიცირებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში დაფინანსდება გაზის გამათბობლების შეძენა-დამონტაჟება;

- დაფინასდება სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები, რომელიც გააუმჯობესებს  დევნილი ოჯახების სოციალურ პირობებს.

ასევე, ქვეპროგრამის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსდეს დევნილი ოჯახებისთვის დროებით საცხოვრებელი ფართის დაქირავების საფასურ