1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 3,500.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ არის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებებშ