განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -565,9 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017-2018-2021-2022 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას.

1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს აღებული სესხით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში, შევიძინეთ სპეც მანქანები. აღნიშნული პროექტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 359.4 ათას ლარს, ხოლო გადასახდელი პროცენტი 194.7 ათას ლარს სულ 554.1 ათას ლარს. 01.01.2026 წლის მდგომარეობით კი გადახდილი ძირი შეადგენს 333,7 ლარს, ხოლო პროცენტი 193,7 ლარს სულ 527,4 ლარი, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებების საპროგნოზო მოცულობა ჯამში იქნება 26.8 ათასი ლარი, (აქედან ძირი 25.7 ათასი ლარი, პროცენტი 1,1 ათასი ლარი) აქედან 2026 წელს სულ გადასახდელი თანხა სულ შეადგენს 26,8 ათას ლარს (აქედან ძირი 25,7 ათასი ლარი, პროცენტი 1,1 ათასი ლარი) ხოლო 2026 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით – ვალი სულ იქნება 0,0 ათასი ლარი (აქედან ძირი 0,0 ათასი ლარი, სესხი 0,0 ათასი ლარი). სესხის დასრულების ვადაა 2026 წლის აპრილი.

2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს აღებული სესხით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა „ქ. ხაშურში მე-7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია“ აღნიშნული პროექტის მთლიანი მოცულობა 904,3 ათას ლარს, აქედან გრანტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსება (30%) – 271,2 ათასი ლარია, ხოლო მუნიციპალური თანადაფინანსება (20%) – 180,9 ათასი ლარი ანაზღაურებულია. სესხის მოცულობა შეადგენს (50%) – 452,14 ათას ლარს, ხოლო სესხის გადასახდელი პროცენტი – 282,18 ათას ლარს სულ 734,32 ათასი ლარი. 01.01. 2026 წლის მდგომარეობით კი გადახდილი ძირი შეადგენს 344,8 ლარს, ხოლო პროცენტი 273,1 ლარს სულ 617,9 ლარს. 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებების საპროგნოზო მოცულობა ჯამში – ვალი იქნება 116,4 ათასი ლარი (ძირი 107,3 ათასი ლარი, პროცენტი 9,0 ათასი ლარი). 2026 წელს გადსახდელი თანხა სულ შეადგენს 82,10 ათას ლარს (ძირი 73,95 ათასი ლარი პროცენტი 8,1 ათასი ლარი) ხოლო 2026 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით – ვალი იქნება 34,3 ათასი ლარი (ძირი 33,3 ათასი ლარი, პროცენტი 0,9 ათასი ლარი). სესხის დასრულების ვადაა 2027 წლის მაისი.

3.  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წლის „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდა „ქ ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა“ აღნიშნული პროექტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 6328,49 ათას ლარს, სამუშაოს შემსრულებელი დაჯარიმდა 162,29 ლარით, რაც დაემატება პროექტის ღირებულებას, ანუ სულ პროეტის ღირებულებაა 6490,79 ათასი ლარი. გრანტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსება  (30%) 1947,23 ათასი ლარია, რასაც ემატება ჯრიმის წილი 113,15 ათასი ლარი ხოლო მუნიციპალური თანადაფინანსება (20%) 1298,15 ათასი ლარია, რასაც აკლდება ჯარიმის წილი 32,45 ათასი ლარი და შეადგენს 1265,70 ათას ლარს, აქედან 2019-2020-2021 წლებში ანაზღაურებული იქნა თანახმად ხელშეკრულების 1166,79 ათასი ლარი, ხოლო 2022 წელს 98.9 ათასი ლარი სულ გადახდილია 1265.69 ათასი ლარი. სესხის მოცულობა შეადგენს (50%) 3245,39 ლარს, რასაც აკლდება ჯარიმის წილი 81,14 ათასი ლარი და შეადგენს 3164,25 ათას ლარს, რომლის გადახდაც გათვალისწინებულია გეგმა-გრაფიკის შესაბამისად 2022 წლიდან. 01.01.2026 წლის მდგომარეობით გადახდილი ძირი 1282.6 ლარი, პროცენტი 1514,29 ლარი სულ 2796,93 ლარი, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებების საპროგნოზო მოცულობა ჯამში 2275,5 ათასი ლარი (ძირი 1881,6 ათასი ლარი, პროცენტი 393,89 ათასი ლარი). 2026 წელს სულ გადსახდელი თანხა შეადგენს 650.16 ათასი ლარი (ძირი 466,22 ათას ლარს, პროცენტი 183,94 ათას ლარს) ხოლო 2026 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით – 1625,3 ათასი ლარი (ძირი 1415,4 ათასი ლარი, პროცენტი 209,9 ათასი ლარი). სესხის დასრულების ვადაა 2029 წლის ივნისი.

4. სულ 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა სასესხო ვალდებულებების საპროგნოზო მოცულობა ჯამში იქნება 2418,6 ათასი ლარი, (ძირი 2014,5 ათასი ლარი პროცენტი 404,1 ათასი ლარი) 2026 წელს სულ გადსახდელი თანხა შეადგენს 759,0 ათასი ლარი (ძირი 565,8 ათას ლარს, პროცენტი 193,2 ათას ლარს) ხოლო 2026 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით – 1659,6 ათასი ლარი (ძირი 1448,7 ათასი ლარი, პროცენტი 210,9 ათასი ლარი).

*შენიშვნა: თანხის გადახდის დღისათვის, გადასახდელი დარიცხული საპროცენტო თანხა იცვლება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ამასთან გადასახდელი ძირითადი თანხა არ შეიცვლება, მუნიციპალიტეტის მიერ გადახდის დღის დადგომამდე გათვალისწინებულია 50,0 ათასი ლარი.

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

დასახელება

2024 წლის ფაქტი

2025 წლის გეგმა

2026 წლის პროგნოზი

ვალდებულებების ცვლილება

(485.28)

(535.50)

(565.9)

ზრდა

0.0

0.0

0.0

კლება

485.28

535.50

565