1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 331.2 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 291.2 ათასი ლარი.
ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ სარიტუალო მომსახურება 7,0 ათასი ლარი;
გ) საქართველოს კანონით ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება 13.0 ათასი ლარი.
დ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით 20,0 ათასი ლარი;
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში, შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილებ