📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მიღების თარიღი 23.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №54705
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016087 41
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/12/2025
203 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 88% 29.02.2024 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 85% 07.06.2022 „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ნოემბრის №111 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 85% 09.02.2021 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება 84% 21.07.2023 „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის №825 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 84% 15.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №54705 2025 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანება. მუხლი 2🔗 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში 2025 წლის 1 იანვრამდე გრძელვადიანი (ოთხწლიანი) კონტრაქტის საფუძველზე მიღებული პირები, რომლებსაც საკონტრაქტო ვადა ეწურებათ 2026 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, 2026 წლის 1 იანვრიდან  ჩაირიცხონ საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვალოთ ერთობლივად საკონტრაქტო და საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურედ უწყვეტად სამსახურის გავლის 4 წლის შესრულების დღიდან. მუხლი 3🔗 ბრძანება ძალაში შევიდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე