1. ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა:

ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

2. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა:

იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე -250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

3.სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა:

სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არის 0-დან 70 000 -ის ჩათვლით, გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე -250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

4.  მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და        დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების  დახმარების პროგრამა:

ა) II მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 1 500 (ათასხუთასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ);

ბ) ასაკით პენსიონერი ომის მონაწილე ვეტერანები -200 (ორასი) ლარი(წელიწადში ერთჯერ);

გ) სხვა ომის მონაწილეებზე – 150 (ასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ);

დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრზე  - 500 (ხუთასი) ლარი  (წელიწადში ერთჯერ).

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

6.ახალშობილთა  ოჯახების დახმარების პროგრამა:

ა) პირველი შვილის შეძენისას -150 (ასორმოცდაათი) ლარი;

ბ) მეორე შვილის შეძენისას- 200 (ორასი) ლარი;

გ) მე-3 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთ შვილზე – 400 (ოთხასი) ლარი.

7. დედ-მამით ობოლი ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:

დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე – 400 (ოთხასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

8.   მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახების   და   მარტოხელა   სტატუსის მქონე  მშობლის  დახმარების  პროგრამა   ( ბავშვები 0-დან 18 წლის ასაკამდე):

თითოეულ ბავშვზე–200 (ორასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

9. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა:

სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების თანადაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ (გადასახდელ) წილში განისაზღვროს:

ა) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-ის ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:  100 (ასი) ლარიდან  500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში–100%-ით, ხოლო 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში - 80%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 (ათასხუთასი) ლარისა.

ბ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა  100 001 –დან 200 000-ის ჩათვლით,  სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 200 (ორასი) ლარიდან  ღირებულების –70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

გ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 200 000-ზე ზევით, ან არ არიან რეგისტრირებულები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:

გ.ა) 250 ლარიდან 1 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 50%-ით;

გ.ბ) 1001-ლარიდან 2 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 40%-ით;

გ.გ) 2001-ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში - 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1 200 (ათასორასი) ლარისა;

დ) 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 100%-ით; 501 (ხუთასერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში - 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 (ათასხუთასი) ლარისა.

10. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა:

ა) ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესზე–1 000 (ათასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

11.  სტიქიით   (ხანძარი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა და სხვა)      დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა:

ამ პროგრამით დახმარება გაიცემა:

ა) საცხოვრებლის სრულად განადგურებისას  -4 000 (ოთხიათასი) ლარი;

ბ) თუ სტიქიისგან საცხოვრებელი უვარგისი გახდა  საცხოვრებლად -3 000 (სამიათასი) ლარი;

გ) სტიქიისგან ნაწილობრივ დაზიანებისას -1500 (ათასხუთასი) ლარამდე. ამ ქვეპუნქტით ისარგებლებს ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000 -ის ჩათვლით.

12. მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების  პროგრამა:

მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 3 და მეტი 18 წლის ასაკამდე შვილი, თითოეულ ბავშვზე–100     (ასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

13. ყრუ - მეტყველების უნარის არმქონე   და   ჩერნობილის    ატომურ   ელექტროსადგურზე    ავარიული    სიტუაციების  შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების  დახმარების პროგრამა:

ყრუ-მეტყველების უნარის არმქონე და ,,ჩერნობილის“ მონაწილეზე–250 (ორასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

14. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა:

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე–250 (ორასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

15. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა:

დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფებზე  –200 (ორასი) ლარი  (ყოველთვიურად).

16.    თავშესაფრის გარეშე  დარჩენილი ოჯახების  ხელშეწყობის  პროგრამა:

ა) თავშესაფრის გარეშე  დარჩენილი მოქალაქის (ოჯახის)   დახმარება გაიცემა ყოველთვიურად  1 წლამდე  ვადით,    300 (სამასი) ლარამდე;

ბ) ძალადობის მსხვერპლი პირი -300(სამასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

17. შშმ  ბავშვთა   დღის ცენტრის მომსახურებით  მოსარგებლე   ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა:

სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-   დღის ცენტრების ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ ბავშვის ოჯახზე (თითოეულ ბავშვზე) დაფინანსება გაიცემა ყოველკვარტალურად  - 400 (ოთხასი) ლარი.

თავი IVსოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირე