1.კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.

3. კომისიის მდივანი კომისიის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში. ასევე, იგი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე.

4.  თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის  სხდომის მუშაობას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

5. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ.

6. საჭიროების შემთხვევაში კომისია აწარმოებს მონიტორინგს.

7. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებ