1. სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკაზე, აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე მოცემული ინფორმაციის ანალოგიურად, მიეთითება ინფორმაცია გამოსახული არეს შესახებ, მათ შორის:
ა) ბაქნის შემაღლება, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით;
ბ) ბაქნები, საჰაერო ხომალდების სადგომებით და შესაბამის შემთხვევებში, მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, შუქსასიგნალო საშუალებები, მარკირება და ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები, მათ შორის, სადგომზე ვიზუალური დაყენების სისტემის ტიპი და ადგილმდებარეობა;
გ) სადგომის გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;
დ) სამიმოსვლო ბილიკები, აღნიშვნებითა და სიგანის მითითებით უახლოეს მეტრამდე სიზუსტით, მზიდი შესაძლებლობის ან, აუცილებლობისას, შეზღუდვების მითითებით საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, შუქსასიგნალო საშუალებები, მარკირება, მათ შორის მოსაცდელი ადგილი ადზ-თან, მოცდის შუალედური ადგილები, თუ დაწესებულია და „სტოპ“ ხაზის სანათები და ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები;
ე) სახიფათო მონაკვეთის ადგილმდებარეობა, დამატებითი ინფორმაციის სათანადო დატანით, თუ დადგენილია ასეთი უბნები.
შენიშვნა: სახიფათო მონაკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მოცემული იყოს ცხრილის სახით, რუკის წინა ან უკანა მხარეს.
ვ) საჰაერო ხომალდების მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტები აღნიშვნებითა, თუ დაწესებულია;
ზ) სბ-ს შესაბამისი ღერძულა ხაზის გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;
თ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების საზღვრები;
ი) კავშირგაბმულობის შესაბამისი საშუალებები, არხების და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართების მითითებით;
კ) დაბრკოლებები, მიმოსვლისთვის;
ლ) საჰაერო ხომალდების მომსახურების მოედნები და საექსპლუატაციო მიზნებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობები;
მ) VОR-ის შემოწმების პუნქტი და აღნიშნული საშუალების რადიოსიხშირე;
ნ) გარკვევით აღინიშნება გამოსახატავი სამუშაო მოედნის ნებისმიერი უბანი, რომელიც მუდმივად გამოუსადეგარია საჰაერო ხომალდების მიერ გამოსაყენებლად.
2. ისეთი აეროდრომების შემთხვევაში, სადაც განთავსებულია თვითმფრინავები, რომელთა ფრთების წვერები იკეცება, რუკაზე მითითებული უნდა იყოს არეები, სადაც უსაფრთხოა წვერების გასწორება და ისე ოპერირება.
თავი XVI
საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუ