1. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე აღინიშნება მაგნიტური პელენგი, მიმართულების ხაზი და რადიალი.
2. მაღალი განედების რაიონებში, სადაც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრით რუკებზე მაგნიტურ ჩრდილოეთზე ორიენტაცია მიზანშეუწონელია, უნდა გამოიყენებოდეს სხვა ორიენტირი, მაგალითად, ჭეშმარიტი (გეოგრაფიულ) ჩრდილოეთი ან პირობითი მერიდიანის ჩრდილოეთი.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პელენგი, მიმართულების ხაზი ან რადიალი მოცემულია გეოგრაფიული ან პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულებაზე ორიენტაციით, მაშინ ეს გარკვევით მიეთითება რუკაზე. პირობითი მერიდიანის ჩრდილო მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, მიეთითება საყრდენი პირობითი მერიდიანი