1. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება ყველა აეროდრომი, რომელიც გავლენას ახდენს მარშრუტების სისტემაზე აღნიშნულ რაიონში. აუცილებლობისას, გამოიყენება ადზ-ის განთავსების ინდექსი.

2. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება ძირითადი აეროდრომის შემაღლება, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.

3. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე დაიტანება აკრძალული, ფრენებისთვის შეზღუდული და სახიფათო არეები, მათი აღნიშვნების მითითებით.

4. სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვით რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების დადგენილი სისტემის კომპონენტები, მათ შორის:

ა) სანავიგაციო საშუალებები, აღნიშვნებით;

ბ) დადგენილი საჰაერო სივრცის გვერდითი საზღვრები;

გ) სტანდარტული გაფრენის და მოფრენის სახელსაწყო სქემების ძირითადი წერტილები;

შენიშვნა: შეიძლება მიეთითოს მარშრუტები, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდის ძირითად წერტილებზე და პირიქით დამიზნებისას.

დ) გადასვლის აბსოლუტური სიმაღლე, თუ ასეთი დადგენილია;

ე) დავექტორებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის:

ე.ა) ზუსტად აღნიშნული დავექტორების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე, უახლოეს 50 მ-დე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული;

ე.ბ) იმ სექტორების გვერდითი საზღვრები, სადაც დაწესებულია დავექტორების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები, რომელიც ჩვეულებრივ განისაზღვრება პელენგით და რადიალებით სანავიგაციო საშუალებებზე ან მათგან, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით ან, თუ მიღებულია, გეოგრაფიული კოორდინატებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში და აღინიშნება სქელი ხაზებით, დადგენილი სექტორების მკვეთრად გამიჯვნის მიზნით.

შენიშვნა: ინფორმაციით გადატვირთულ არეებში შეიძლება არ მიეთითოს გეოგრაფიული კოორდინატები, რუკის ადვილად წაკითხვის ინტერესებიდან გამომდინარე.

ე.გ) თანაბარი დაშორების წრეები, 20 კმ ან 10 საზ. მილის ინტერვალებით, ან თუ მიღებულია, 10 კმ ან 5 საზ. მილის ინტერვალებით, აღინიშნება წვრილი წერტილ ხაზით, რომლის რადიუსი მითითებულია გარშემოწერილობაზე და ცენტრით, რომელიც მდებარეობს ძირითადი სააეროდრომო სანავიგაციო საშუალების VOR-ის განთავსების ადგილას, ან თუ ეს არ არსებობს, აეროდრომის ან ვერტოდრომის საკონტროლო წერტილში;

ე.დ) მინიმალური უსაფრთხო სიმაღლის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემის არსებობის შესახებ;

ვ) რადიოკავშირის წესები, მათ შორის საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამისი ორგანოს (ორგანოების) მოსახმობ(ებ)ი, არხ(ებ)ი.

5. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი წესების ტექსტური აღწერა, რომელიც გამოიყენება კავშირის მტყუნების შემთხვევაში და, შეძლებისდაგვარად, უნდა გამოისახოს რუკაზე ან იმავე გვერდზე, რომელზეც მოცემულია რუკ