ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016555 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.12.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2026 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2025 წლის 23 დეკემბერი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/01/2025, 010250050.35.164.016533).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ ჩხეიძე
დანართი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამა
მუხლი 1🔗. ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. დემოგრაფიული მდგომარეობის წახალისება.
2. მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ.
3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
4. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.
ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;
ბ) სოციალური ქსელი;
გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.
მუხლი 4🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და ბენეფიტის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა:
მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან სამი მაინც
არასრულწლოვანი – სადღესასწაულო დღეებში წელიწადში სამჯერ ფულადი საჩუქარი შვილთა რაოდენობის მიხედვით: 4 შვილზე – 100 ლარი, 5 შვილზე – 150 და ყოველ მომდევნო შვილზე 50 ლარის დამატებით.
ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
2. ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა
დახმარება გაიცეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილზე, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც არის რეგისტრირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2025 წლის ბოლოს (ვისაც არ უსარგებლია ანალოგიური დახმარებით) და 2026 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. პირველ და მეორე ბავშვზე დახმარება გაიცემა - 300 ლარის ოდენობით, ხოლო ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 600 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) მშობლის განცხადება;
ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) მებრძოლთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ფინანსური დახმარება 350 ლარის ოდენობით, ხოლო როდესაც გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახი ან ახლობელი, ვინც იზრუნებს სარიტუალო მომსახურებაზე, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
ა) ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;
ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) როდესაც გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახი ან ახლობელი, ვინც იზრუნებს სარიტუალო მომსახურებაზე, დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ.გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.დ) გარდაცვალების მოწმობა;
ბ.ე) როდესაც გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახი ან ახლობელი, ვინც იზრუნებს სარიტუალო მომსახურებაზე, განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობი საშუალების დაფინანსების უზრუნველყოფის პროგრამა:
დაფინანსების მიღება შეუძლია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს, (მარტოხელა პენსიონერი, მარტოხელა დედა, მრავალშვილიანი ოჯახი, ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ პირი), რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 130 000 ქულას, თითოეულს 150 ლარის ოდენობით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) საბანკო რეკვიზიტები იურიდიული პირის, ვისგანაც უნდა შეიძინონ სათბობი შეშა, ჩარიცხონ ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის საფასური.
5. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად გაიცემა ელექტროენერგიის
თანადაფინანსების თანხა – 10 ლარის ოდენობით. სავალდებულოა, რომ დახმარების მიმღები
რეგისტრირებული იყოს ყვარლის მუნიციპალიტეტში. ანგარიშსწორება ხორციელდება
ელექტროენერგიის მიმწოდებელ/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახები, რომლებიცრეგისტრირებულნი არიან ყვარლის მუნიციპალიტეტში;
ბ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ერთი და მეტი შვილი;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანები;
პროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ელექტროენერგიის ქვითარი.
6. დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსების ქვეპროგრამა:
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით და სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;
მარტოხელა მშობლები, შშმ პირთა ოჯახები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები;
18-21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გასულნი არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ქირის თანხით დაფინანსება განხორციელდება ყოველთვიურად 80 – 150 ლარის ფარგლებში;
დაფინანსება ხდება 3-6 თვის მანძილზე;
ვადის დასრულებისას ოჯახის ადგილზე შემოწმების შემდეგ, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევისა და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
7. 1.5 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დაფინანსებას 1.5 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად.
ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ყვარლის მუნიციპალიტეტი და მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000. ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 150 ლარისა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ბავშვის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან რეგისტრაციის ამონაწერი, სადაც შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 70 000 სარეიტინგო ქულა;
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
8. რეინტეგრირებული ბავშვიანი ოჯახების (მინდობით აღზრდიდან დაბრუნებული ბავშვის ოჯახი) ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 ლარით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
9. აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრების დაფინანსება:
2008 წლის ომში გარდაცვლილი ოჯახის დაფინანსება მოხდეს წელიწადში ერთხელ 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება
1. ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, ასევე სიღატაკეში ან/და კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროების დაკმაყოფილება. ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის და ოჯახის გაძლიერების მიზნით განსაზღვრულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება, წელიწადში არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა, ოჯახში ბავშვთა რაოდენობისა და სოციალური პირობების გათვალისწინებით (კომისიის გადაწყვეტილებით).
2. ქვეპროგრამის მოსარგებლეა ყვარლის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც შეფასებულია მწვავე კრიზისული მდგომარეობით მულტიდისციპლინური გუნდის მიერ.
ა) ოჯახი, სადაც დაგეგგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;
ბ) ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;
გ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;
დ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთ ერთი შშმ მშობელი;
ე) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი და მეტი ბავშვი;
ვ) ოჯახი, რომელშიც აღინიშნა ძალადობის შემთხვევები.
3.დახმარების მისაღებად წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმ (ასეთის არსებობისას) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მუხლი 7🔗. ჯანდაცვის ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) თანადაფინანსების სამიზნე ჯგუფები და დაფინანსების წესი:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა იურიდიული და ფაქტობრივი საცხოვრებელია ყვარლის მუნიციპალიტეტი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000, დასაფინანსებელი საყოველთაო დაზღვევის მიღმა დარჩენილი თანხა განისაზღვროს: 300 ლარამდე სამედიცინო ღირებულების შემთხვევაში – 100%-ით; 500 ლარამდე – 60%-ით; 500 ლარიდან – 1000 ლარამდე – 50%-ით; ათასიდან ზევით – 30%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა;
ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დაუნის სინდრომის, 7 წლამდე ასაკის ბავშვთა ადრეული განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვროს წლიური ლიმიტით – 800 ლარი;
2. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსება
ა) ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული მკურნალობა, კვლევა, მედიკამენტები, ერთჯერადი ფინანსური დახმარება) თანადაფინანსება მოხდება წლიური 2000 ლარის ლიმიტის ფარგლებში. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის ან განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვა (კერძო სადაზღვევო კომპანიის) დაფინანსების შესახებ;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტს სამედიცინო დახმარება სჭირდება სხვა ქვეყანაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ონკოლოგიური პაციენტისთვის გამოყოფილი თანხა წლიური 2000 ლარის ლიმიტის ფარგლებში ჩაერიცხება პირად ანგარიშზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ:
ა) განცხადება;
ბ) ფორმა N100;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი სხვა ქვეყნის კლინიკიდან, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. მოქალაქეთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება:
ქრონიკული (სახელმწიფო დაფინანსების მიღმა დარჩენილი) მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000 ქულას, მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით წელიწადში.
საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) ფორმა N100;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი.
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ.
4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების დაფინანსება თვეში 200 (ტრანსპორტირების, მედიკამენტების) ლარის ოდენობით: საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა №100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულთა დახმარება წელიწადში 400 ლარის ოდენობით:
საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (მოსარგებლის ან ოჯახის წევრის);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
6. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე პათოლოგიის (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია და სხვა დაავადების) მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტთა ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით.
საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (მოსარგებლის ან ოჯახის წევრის);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ფორმა №100 ჯანმრთელობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 8🔗.
1. სოფელ გრძელიჭალაში 18 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახების დახმარება განისაზღვროს ყოველთვიური 100 ლარის ოდენობით.
2. მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება აუცილებელი და გადაუდებელი დახმარება და არ განეკუთნება პროგრამაში გათვალისწინებულ კატეგორიებს, დახმარება გაეწევა მერის წარმომადგენლის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რეკომენდაციის საფუძველზე, მინიმალური სოციალური პაკეტის გამანაწილებელი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის „მინიმალური სოციალური პაკეტის გამანაწილებელი კომისია“.
3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.
4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან სამი თვის ვადაში; (შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე)
5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას.
6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.
მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:
1. საორგანიზაციო ნაწილში – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
2. საფინანსო ნაწილში – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
მუხლი 11🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.