ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2025
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016573 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2025 წლის 24 დეკემბერი
ქ. ტყიბული
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დაადგინა:
მუხლი 1🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარეიზოლდა ნემსაძე
დანართი №1
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო);
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები
საბჭოს ამოცანებია:
ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია;
ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შესამუშავებლად აღმასრულებელი ორგანოსთვის წინადადებების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;
გ) ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ქალთა და ბავშვთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტის, პროგრამების, გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება;
ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი;
ზ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება.
თ) საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა;
ი) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ცალკეული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება;
კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის და ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.
მ) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა, კონკრეტული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტში ასახვის მიზნით.
ნ) უფლება აქვს გამოითხოვოს ქალთა და ბავშთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები;
პ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
ჟ)ითანამშრომლოს სესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
რ) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია;
ს) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები;
ტ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
უ) წელიწადში ერთხელ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში ქალთა და ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება
საბჭოს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 17 წევრით და მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) გარდაცვალება.
ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.
მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს მოადგილეს და მდივანს.
2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არ ყოფნის შემთხვევაში სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეული იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა;
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
5. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას კოორდინაციას უწევს და დღის წესრიგს ადგენს საბჭოს მდივანი.
6. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა.
7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
10. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონით გათვალისიწნებული გამონაკლისების გარდა, საჯაროა და ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
11. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები ეგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს შემდგომში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინების მიზნით.
მუხლი 6🔗. საბჭოს თავმჯდომარე
1. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს საბჭოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს საბჭოს საქმიანობას;
ბ) განსაზღვროს საბჭოს დღის წესრიგი, მოიწვიოს საბჭოს სხდომა დამოუკიდებლად ან საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს;
გ) განსაზღვროს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სია და მოიწვიოს ისინი საბჭოს სხდომაზე;
დ) მოახდინოს საკითხის ინიცირება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;
ე) განსაზღვროს გამომსვლელთა რიგითობა და მისცეს მათ სიტყვა;
ვ) უზრუნველყოს საბჭოს წევრთა უფლებებისა და სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვა;
ზ) აკონტროლოს საბჭოს წევრთა მიერ მოვალეობების შესრულება;
თ) დასვას საკითხი კენჭისყრაზე, გამოაცხადოს კენჭისყრის შედეგები და დახუროს სხდომა;
ი) ხელი მოაწეროს საბჭოს სხდომის ოქმს და საბჭოს მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებს;
კ) უზრუნველყოს საბჭოს მიერ მიღებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის წარდგენა;
ლ) განახორციელოს საბჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.
2. საბჭოს თავმჯდომარის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
მუხლი 7🔗. საბჭოს მდივანი
1. საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომის მოწვევას;
ბ) საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ საბჭოს წევრების განცხადებას/ინიციატივას გადასცემს საბჭოს თავმჯდომარეს;
გ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას;
ე) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ადგენს სხდომის დღის წესრიგს და წინასწარ აწვდის ინფორმაციას საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის შესახებ და უგზავნის შესაბამის მასალებს, ამ დებულებით დადგენილი წესით;
ვ) ახდენს საბჭოს წევრთა რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმისწარმოებას, მათ შორის საბჭოს ოქმების და საბჭოს საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების შედგენას/წარმოებას/დაარქივებას;
თ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და აცნობს მას სხდომაზე დამსწრე წევრებს;
ი) საბჭოს/საბჭოს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს ინფორმაციის მოძიებას/მიღებას შესაბამისი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ წინადადებების/რეკომენდაციების გათვალისწინების მდგომარეობაზე და წარუდგენს მას საბჭოს თავმჯდომარეს;
კ) ეხმარება საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში;
ლ) საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს.
2. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის უფლებამოსილებებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს მდივნის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
მუხლი 8🔗. საბჭოს წევრი
1. საბჭოს წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში, დასვას საკითხი განსახილველად, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, მიიღოს და შეაფასოს პასუხები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;
ბ) საბჭოს და საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა;
დ) სხდომაზე დამსწრე წევრმა საბჭოს სხდომის ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს შენიშვნები სხდომის ოქმში უზუსტობის შესახებ;
ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ დებულების მოთხოვნები;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში;
გ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროვებისგან;
დ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
ე) უარი განაცხადოს საბჭოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე, რომლის მიმართაც მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი;
ვ) დაუყოვნებლივ აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ.
3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:
ა) საბჭოდან გასვლის შესახებ პირადი წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ) თუ სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული);
ე) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;
ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;
ზ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის/უფლებამოსილების ვადის ამოწურვის და მერიის თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში;
თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
4. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
მუხლი 9🔗. ანგარიშგება
1. საბჭო მის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს საკრებულოს ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში.
2. საკრებულოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.