სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2025
ძალაში შესვლა 01.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №566
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025459 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 22.10.2020
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №566
2025 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ
მუხლი 1🔗
1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (10/12/2025 წ.; №1209-IVმს-XIმპ) მე-2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილებით დაფუძნებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი/შემავალი სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი (შემდგომში − სასწავლო ცენტრი) გარდაიქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ/შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად (შემდგომში − უსაფრთხოების აკადემია).
2. უსაფრთხოების აკადემია განისაზღვროს სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელოს უსაფრთხოების აკადემიის სახელმწიფო კონტროლი.
4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, უსაფრთხოების აკადემიის წარდგინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების აკადემიის წესდების დამტკიცება.
5. უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უსაფრთხოების აკადემიის წესდების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
6. უსაფრთხოების აკადემიას ენიჭება უფლებამოსილება, სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
7. სასწავლო ცენტრის საბალანსო მონაცემების მიხედვით, არსებული აქტივები, მათ შორის, სასწავლო ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია გადაეცემა უსაფრთხოების აკადემიას, აგრეთვე სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრისთვის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან მოხდება უსაფრთხოების აკადემიის დაფინანსება.
8. სასწავლო ცენტრის უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები განხორციელდეს გონივრულ ვადებში.
9. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე