სხდომის
ოქმი
1. საკრებულოს
სხდომის
ოქმს
საკრებულოს
სხდომაზე
ადგენს
საკრებულოს
აპარატის
შესაბამისი
თანამშრომელი
. საკრებულოს
წევრს
, აგრეთვე
საკრებულოს
სხდომაზე
დამსწრე
სხვა
პირს
უფლება
აქვს
გაეცნოს
სხდომის
ოქმს
საკრებულოს
სხდომის
შემდეგ
3 სამუშაო
დღის
განმავლობაში
. შენიშვნები
სხდომის
ოქმის
შესახებ
შეიძლება
შემოტანილ
იქნეს
ოქმის
გაცნობისათვის
განკუთვნილ
პერიოდში
. სხდომის
ოქმის
სისწორეზე
გამოთქმული
შენიშვნები
გადაეცემა
საკრებულოს
თავმჯდომარეს
, რომელიც
თუ
დაეთანხმა
გამოთქმულ
შენიშვნას
აძლევს
დავალებას
სხდომის
ოქმის
შესაბამისად
შესწორების
შესახებ
. თუ
დაწესებული
ვადის
განმავლობაში
შენიშვნები
არ
იქნა
გამოთქმული
ან
შენიშვნების
შესაბამისად
მოხდა
სხდომის
ოქმის
შესწორება
და
დამატებითი
შენიშვნა
არ
იქნა
შემოტანილი
, საკრებულოს
თავმჯდომარე
ხელს
აწერს
სხდომის
ოქმს
. თუ
საკრებულოს
თავმჯდომარე
არ
გაიზიარებს
გამოთქმულ
შენიშვნებს
, შენიშვნის
ავტორს
უფლება
აქვს
მიმართოს
შესაბამისი
განცხადებით
საკრებულოს
სხდომას
, რომელიც
მოცემულ
საკითხზე
იღებს
საბოლოო
გადაწყვეტილებას
.
2. სხდომის
ოქმში
შეიტანება
:
ა
) საკრებულოს
სხდომის
ჩატარების
ადგილი
, რიცხვი
, თვე
და
წელი
;
ბ
) ოქმის
რიგითი
ნომერი
;
გ
) საკრებულოს
წევრთა
სრული
, სიითი
და
სხდომაზე
დამსწრეთა
რაოდენობა
;
დ
) სხდომის
თავმჯდომარისა
და
წევრების
ვინაობა
;
ე
) სხდომის
დღის
წესრიგი
მომხსენებელთა
ვინაობის
მითითებით
;
ვ
) სხდომაზე
გამომსვლელთა
სია
;
ზ
) საკითხები
, რომლებიც
დაისვა
კენჭისყრაზე
;
თ
) კენჭისყრის
შედეგები
;
ი
) მიღებული
გადაწყვეტილებები
.
3. საკრებულოს
სხდომის
ოქმს
ხელმოწერის
შემდეგ
აქვეყნებს
საკრებულოს
აპარატი
ამ
რეგლამენტის 137-ე
მუხლით
დადგენილი
წესით