სხდომა
1. საკრებულოს
კომისია
უფლებამოსილია
შეუდგეს
მუშაობას
, თუ
არჩეულია
კომისიის
თავმჯდომარე
და
კომისია
შედგება
სამი
წევრისგან
მაინც
.
2. კომისიის
პირველ
საორგანიზაციო
სხდომას
იწვევს
კომისიის
თავმჯდომარე
საკრებულოს
მიერ
კომისიის
შემადგენლობის
დამტკიცებიდან
3 დღის
ვადაში
. კომისიის
პირველ
საორგანიზაციო
სხდომაზე
ხდება
ფუნქციების
განაწილება
კომისიის
წევრებს
შორის
და
საჭიროების
შემთხვევაში
, კომისიის
უფლებამოსილებას
მიკუთვნებულ
ერთგვაროვან
ფუნქციათა
დაჯგუფების
მიხედვით
კომისიის
წევრებისგან
კომისიის
სამუშაო
ჯგუფების
შექმნა
.
3. საკრებულოს
კომისიის
სხდომებს
იწვევს
და
წარმართავს
კომისიის
თავმჯდომარე
, ხოლო
რეგლამენტის 26-ე
მუხლის
მე
-3 პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
და
წესით
კომისიის
წევრი
. კომისიის
სხდომები
იმართება
საჭიროების
მიხედვით
ან
/და
საკრებულოს
თავმჯდომარის
ბრძანებით
დამტკიცებული
გრაფიკის
მიხედვით
, თვეში
ერთხელ
მაინც
, კომისიის
სამუშაო
გეგმის
შესაბამისად
.
4. კომისიის
რიგგარეშე
სხდომა
მოიწვევა
საკრებულოს
თავმჯდომარის
, საკრებულოს
ბიუროს
, კომისიის
თავმჯდომარის
ან
კომისიის
წევრთა
1/3-ის
ინიციატივით
. საკრებულოს
სხდომების
დროს
კომისია
შეიძლება
შეიკრიბოს
საკრებულოს
დავალებით
, ცალკეულ
საკითხთა
სასწრაფოდ
განხილვის
მიზნით
.
5. კომისია
ვალდებულია
საკრებულოს
, ან
საკრებულოს
ბიუროს
დავალებით
, მის
მიერ
განსაზღვრულ
ვადაში
გამართოს
სხდომა
და
განიხილოს
საკითხი
.
6. კომისიის
სხდომის
დღის
წესრიგს
ადგენს
კომისიის
თავმჯდომარე
კომისიის
სამუშაო
გეგმის
საფუძველზე
. კომისიის
წევრთა
წინადადებით
, კომისიის
გადაწყვეტილებით
დღის
წესრიგში
შეიძლება
შეტანილ
იქნეს
ცვლილებები
.
7. საკრებულოს
თავმჯდომარის
, საკრებულოს
ბიუროს
ან
შესამაბისი
კომისიების
გადაწყვეტილებით
შეიძლება
ჩატარდეს
კომისიების
ერთობლივი
სხდომა
.
8. კომისიის
გადაწყვეტილებით
, საკრებულოს
თავმჯდომარესთან
შეთანხმებით
, შეიძლება
ჩატარდეს
კომისიის
გასვლითი
სხდომა
.
9. ცნობა
საკრებულოს
კომისიის
სხდომის
ჩატარების
ადგილის
, დროისა
და
დღის
წესრიგის
თაობაზე
და
განსახილველ
საკითხებზე
დაინტერესებულ
პირთა
მიერ
მოსაზრებების
წარდგენის
ვადის
შესახებ
ქვეყნდება
სხდომის
ჩატარებამდე
7 დღით
ადრე
მაინც
, ამ
რეგლამენტის 137-ე
მუხლით
დადგენილი
წესით