მუშაობის
საერთო
წესი
1. კომისიის
სხდომა
საჯაროა
. კომისიის
სხდომა
ან
სხდომის
ნაწილი
შეიძლება
გამოცხადდეს
დახურულად
კომისიის
წევრთა
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობის
გადაწყვეტილებით
, თუ
სხდომაზე
განსახილველ
საკითხთან
დაკავშირებული
მონაცემების
გახმაურება
აკრძალული
ან
შეზღუდულია
კანონით
.
2. კომისიის
დახურულ
სხდომაზე
დასწრების
უფლება
აქვთ
საკრებულოს
თავმჯდომარეს
, საკრებულოს
წევრებს
, მერს
, აგრეთვე
ამ
სხდომაზე
სპეციალურად
მოწვეულ
პირებს
.
3. კომისიის
სხდომაზე
საკითხის
განხილვის
საჯაროობის
დაცვის
მიზნით
საკრებულოს
აპარატი
უზრუნველყოფს
საკრებულოს
კომისიის
სხდომის
ჩატარების
ადგილის
, დროისა
და
დღის
წესრიგის
თაობაზე
და
განსახილველ
საკითხებზე
დაინტერესებულ
პირთა
მიერ
მოსაზრებების
წარდგენის
ვადის
შესახებ
ცნობის
გამოქვეყნებას
სხდომის
ჩატარებამდე
7 დღით
ადრე
მაინც
, ამ
რეგლამენტის 137-ე
მუხლით
დადგენილი
წესით
.
4. ნებისმიერ
პირს
უფლება
აქვს
, საკრებულოს
აპარატს
მიაწოდოს
თავის
წინადადებები
თუ
შენიშვნები
კომისიის
სხდომაზე
გასატან
საკითხთან
დაკავშირებით
ცნობაში
მითითებულ
მოსაზრებების
წარდგენის
ვადაში
.
5. მუნიციპალიტეტში
რეგისტრირებულ
ამომრჩეველს
, საზოგადოებრივ
, პოლიტიკურ
ორგანიზაციებს
, იურიდიულ
პირებს
და
მოქალაქეთა
ჯგუფებს
უფლება
აქვთ
კომისიის
სხდომაზე
მონაწილეობის
მისაღებად
გამოყონ
მომხსენებელი
, რის
შესახებაც
უნდა
აცნობონ
საკრებულოს
აპარატს
კომისიის
სხდომის
ჩატარებამდე
2 დღით
ადრე
მაინც
. საკრებულოს
აპარატი
ახდენს
შემოსულ
წერილების
სისტემატიზაციას
, წინადადებების
ინიციატორებთან
შეთანხმებით
ახდენს
ერთგვაროვან
წინადადებათა
გაერთიანებას
და
კომისიის
თავმჯდომარეს
წარუდგენს
მუნიციპალიტეტში
რეგისტრირებული
ამომრჩევლის
, საზოგადოებრივი
, პოლიტიკური
ორგანიზაციების
, იურიდიული
პირებისა
და
მოქალაქეთა
ჯგუფების
მიერ
წარმოდგენილ
საკრებულოს
კომისიის
სხდომაზე
გამომსვლელთა
სიას
. კომისიის
სხდომაზე
დამსწრე
პირთა
მონაწილეობა
კომისიის
სხდომაში
ხდება
ამ
რეგლამენტის 59-ე
მუხლით
დადგენილი
წესის
შესაბამისად
.
6. კომისიას
უფლება
აქვს
, მის
მიერ
განსახილველი
საკითხების
მოსამზადებლად
მერიის
შესაბამისი
სამსახურების
, სამეცნიერო
დაწესებულებების
, საზოგადოებრიობის
წარმომადგენლებისაგან
შექმნას
კომისიის
სამუშაო
(საკონსულტაციო
) ჯგუფები
.
7. კომისიის
სხდომაზე
საკითხის
განხილვისას
წინადადებების
შემოტანის
უფლება
აქვთ
როგორც
კომისიის
წევრებს
, ასევე
კომისიის
სხდომაზე
მოწვეულ
და
დამსწრე
პირებს
კომისიის
სხდომის
თავმჯდომარის
ნებართვით
. წინადადება
კამათის
შეწყვეტის
შესახებ
კენჭისყრაზე
შეიძლება
დადგეს
მხოლოდ
მაშინ
, როცა
კომისიაში
შემავალ
ყველა
ფრაქციის
წარმომადგენელს
მიეცემა
აზრის
გამოთქმის
შესაძლებლობა
.
8. კომისიამ
მოხსენება
მისთვის
განსახილველად
გადაცემულ
ნორმატიული
აქტის
პროექტებზე
უნდა
წარადგინოს
საკრებულოს
მიერ
დაწესებულ
ვადაში
. თუ
ვადა
დაწესებული
არ
არის
, კომისიისათვის
ნორმატიული
აქტის
პროექტის
გადაცემიდან
ერთი
თვის
გასვლის
შემდეგ
კომისია
ვალდებულია
წარმოადგინოს
მოხსენება
საკრებულოს
უახლოეს
სხდომაზე
აღნიშნული
ნორმატიული
აქტის
პროექტის
შესახებ
.
9. თუ
კომისიაში
გადაცემული
რამდენიმე
პროექტი
ეხება
ერთსა
და
იმავე
საკითხს
, კომისია
წყვეტს
, თუ
რომელ
მათგანს
გაუწიოს
რეკომენდაცია
, როგორც
ძირითადს
. დანარჩენ
ნორმატიული
აქტის
პროექტზე
ცალკე
გადაწყვეტილების
გამოტანა
არ
ხდება
. თუ
კომისიის
ერთ
-ერთი
წევრი
მაინც
მოითხოვს
სხვა
რომელიმე
ნორმატიული
აქტის
პროექტის
ძირითადად
მიჩნევას
, საკითხი
წყდება
კენჭისყრით
.
10. კომისიის
წევრს
, რომელიც
არ
ეთანხმება
კომისიის
გადაწყვეტილებას
, უფლება
აქვს
მოითხოვოს
თავისი
მოსაზრების
შეტანა
კომისიის
სხდომის
ოქმში
და
საკრებულოს
სხდომაზე
მისი
გაცნობა
ან
თანამომხსენებლად
გამოსვლა
. კომისიის
წევრის
ეს
მოთხოვნა
უნდა
დაკმაყოფილდეს
.
11. საკრებულოს
სხდომაზე
კომისიის
თავმჯდომარე
კომისიის
დასკვნის
გამოსატანად
ნიშნავს
ერთ
ან
რამდენიმე
მომხსენებელს
.
12. კომისიის
გადაწყვეტილებები
საკრებულოს
ბიუროს
წარედგინება
წერილობითი
სახით
. გადაწყვეტილებებში
უნდა
იყოს
აღნიშნული
შესაბამის
საკითხზე
კომისიის
დასკვნა
, ამ
საკითხის
გადაჭრის
რეკომენდაცია
და
საკრებულოს
სხდომაზე
კომისიის
მიერ
დანიშნული
მომხსენებელი
(მომხსენებლები
). გადაწყვეტილებებში
აღინიშნება
კომისიის
წევრთა
უმცირესობის
აზრიც
და
ამ
საკითხზე
კომისიის
თვალსაზრისი
.
13. კომისიის
სხდომის
მუშაობაზე
ვრცელდება
საკრებულოს
სხდომის
მუშაობის
წესები