ანგარიშის
განხილვა
და
დამტკიცება
1. ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშს
წარადგენს
მერი
საბიუჯეტო
წლის
დამთავრებიდან
არაუგვიანეს
2 თვის
ვადაში
.
2. საკრებულოს
აპარატი
რეგისტრაციაში
ატარებს
ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშს
და
რეგისტრაციიდან
3 დღის
ვადაში
რეგლამენტის 137-ე
მუხლით
დადგენილი
წესით
აქვეყნებს
საჯარო
განხილვისათვის
. ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშთან
ერთად
სავალდებულოა
გამოქვეყნდეს
დამოუკიდებელი
აუდიტის
შემოწმების
მასალები
და
დასკვნა
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების
საფინანსო
საქმიანობის
შესახებ
, აგრეთვე
ცნობა
, რომელშიც
მითითებული
უნდა
იყოს
საკრებულოს
ის
კომისია
(კომისიები
), რომელსაც
გადაეცა
ანგარიში
განსახილველად
, კომისიაში
ანგარიშის
განხილვის
ვადები
, კომისიის
(კომისიათა
) ადგილსამყოფელი
და
სხდომების
გრაფიკი
, ანგარიშის
საკრებულოს
სხდომაზე
გატანის
დრო
, საკრებულოს
აპარატის
მისამართი
, სადაც
შეიძლება
წარდგენილ
იქნეს
მოსაზრებები
ანგარიშთან
დაკავშირებით
, მოსაზრებების
წარდგენის
ვადა
.
3. საკრებულოს
საფინანსო
-საბიუჯეტო
კომისია
და
ფრაქციები
დასკვნას
ბიუჯეტის
ანგარიშთან
დაკავშირებით
საკრებულოს
აპარატს
გამოსაქვეყნებლად
წარუდგენენ
ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშის
გამოქვეყნებიდან
ერთი
კვირის
ვადაში
. საკრებულოს
აპარატი
რეგისტრაციაში
ატარებს
და
ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშის
გამოქვეყნებიდან
არაუგვიანეს
10 დღისა
, ამ
რეგლამენტის 137-ე
მუხლით
დადგენილი
წესით
აქვეყნებს
საკრებულოს
საფინანსო
-საბიუჯეტო
კომისიისა
და
საკრებულოს
ფრაქციების
დასკვნებს
ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშთან
დაკავშირებით
.
4. ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშისა
და
აუდიტორული
დასკვნის
გამოქვეყნებიდან
ორი
კვირის
ვადაში
ტარდება
საზოგადოებრივი
აზრის
შესწავლა
ამ
რეგლამენტის 128-ე
მუხლით
დადგენილი
ფორმების
გამოყენებით
.
5. საკრებულო
საზოგადოებრივ
დარბაზთან
ერთად
ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშის
განხილვას
იწყებს
ანგარიშის
გამოქვეყნებიდან
არაუადრეს
ორი
კვირისა
.
6. ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშს
საკრებულოს
სხდომაზე
წარადგენს
მერი
ან
მის
მიერ
დანიშნული
უფლებამოსილი
პირი
, რომელიც
საკრებულოს
სხდომას
წარუდგენს
ანგარიშთან
დაკავშირებით
გამოთქმულ
შენიშვნებზე
ახსნა
-განმარტებას
. საკრებულო
თანამოხსენებლის
ფორმით
ისმენს
დამოუკიდებელი
აუდიტის
დასკვნას
და
საკრებულოს
საფინანსო
-საბიუჯეტო
კომისიის
დასკვნას
, აგრეთვე
საკრებულოს
აპარატის
უფროსის
მოხსენებას
საზოგადოებრივი
აზრის
შესწავლის
შედეგებთან
დაკავშირებით
(საზოგადოებრივი
აზრის
შესწავლის
ჩატარების
შემთხვევაში
).
7. მომხსენებელთა
და
თანამომხსენებლის
(თანამომხსენებელთა
) მოსმენის
შემდეგ
იწყება
დებატები
ამ
რეგლამენტის 59-ე
მუხლით
დადგენილი
წესით
.
8. საკრებულო
, არაუგვიანეს
1 მაისისა
, იღებს
გადაწყვეტილებას
ბიუჯეტის
წლიური
ანგარიშის
დამტკიცების
ან
დაუმტკიცებლობის
შესახებ
. საკრებულოს
მიერ
1 მაისამდე
ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშის
დამტკიცების
შესახებ
გადაწყვეტილების
მიუღებლობა
ნიშნავს
ბიუჯეტის
შესრულების
ანგარიშის
დაუმტკიცებლობას