წესით
შემოტანილ
წინადადებათა
და
ნორმატიული
აქტების
პროექტთა
განხილვა
1. პეტიციის
წარდგენის
უფლება
აქვთ
შემდეგ
სუბიექტებს
:
ა
) მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა
არანაკლებ
1%-ს
;
ბ
) საერთო
კრებას
.
2. მუნიციპალიტეტის
საკრებულო
უფლებამოსილია
პეტიციის
წარდგენის
უფლება
მიანიჭოს
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა
უფრო
ნაკლებ
რაოდენობას
.
3. საერთო
კრების
გადაწყვეტილების
შესაბამისად
, საერთო
კრების
სახელით
პეტიციის
წარდგენას
უზრუნველყოფს
საერთო
კრების
რჩეული
ან
/და
საერთო
კრების
მიერ
უფლებამოსილი
პირი
.
4. პეტიცია
იწერება
და
შეიტანება
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თავმჯდომარის
სახელზე
. პეტიციის
სახით
შეიძლება
წარდგენილ
იქნეს
:
ა
) ნორმატიული
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
აქტის
პროექტი
;
ბ
) მოსამზადებელი
ნორმატიული
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
აქტის
პროექტის
ძირითადი
პრინციპები
ან
კონკრეტული
წინადადებები
;
გ
) მუნიციპალიტეტისთვის
ან
/და
დასახლებისთვის
საერთო
მნიშვნელობის
პრობლემებიდან
გამომდინარე
საკითხების
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
სხდომაზე
შესწავლის
, განხილვისა
და
გადაწყვეტის
მოთხოვნა
.
5. პეტიცია
უნდა
შეიცავდეს
:
ა
) შესაბამისი
განცხადების
ტექსტს
;
ბ
) პეტიციის
წარმდგენი
სუბიექტის
მომხსენებლის
/მომხსენებლების
(არაუმეტეს
3 პირისა
), სახელს
, გვარს
, მისამართს
, საკონტაქტო
ტელეფონის
ნომერს
(არსებობის
შემთხვევაში
) და
საქართველოს
მოქალაქის
პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლს
;
გ
) პეტიციის
წარდგენის
თარიღს
;
დ
) ამ
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ა
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
– შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებული
პეტიციის
წარმდგენი
ამომრჩევლების
სიას
;
ე
) ამ
მუხლის
მე
-4 პუნქტის
„ა
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
– ნორმატიული
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
აქტის
პროექტს
, ხოლო
ამ
მუხლის
მე
-4 პუნქტის
„ბ
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
– მოსამზადებელი
ნორმატიული
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
აქტის
პროექტის
ძირითად
პრინციპებს
ან
კონკრეტულ
წინადადებებს
;
ვ
) ამ
მუხლის
მე
-4 პუნქტის
„გ
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
– კონკრეტულად
ჩამოყალიბებულ
მოთხოვნას
და
შესაბამის
დასაბუთებას
.
6. შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებული
პეტიციის
წარმდგენი
ამომრჩევლების
სია
უნდა
შეიცავდეს
შემდეგ
მონაცემებს
: შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებული
ამომრჩევლის
სახელს
, გვარს
, დაბადების
თარიღს
(დღე
, თვე
, წელი
), საქართველოს
მოქალაქის
პირად
ნომერს
, რეგისტრაციის
ადგილს
და
ხელმოწერას
.
7. პეტიციას
არეგისტრირებს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
აპარატი
. იგი
უზრუნველყოფს
პეტიციის
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსის 56-ე
და
57-ე
მუხლების
შესაბამისად
ან
/და
პროაქტიულად
გამოქვეყნებას
.
8. პეტიციის
წარმდგენი
სუბიექტის
მომხსენებელს
/მომხსენებლებს
პეტიციის
რეგისტრაციის
მოწმობა
ეძლევა
/ეძლევათ
მისი
რეგისტრაციაში
გატარების
შესახებ
მიმართვიდან
3 სამუშაო
დღის
ვადაში
. რეგისტრაციაში
გატარებაზე
უარი
დასაშვებია
, თუ
დარღვეულია
ამ
კანონის
მოთხოვნები
ან
/და
პეტიციით
გათვალისწინებული
საკითხის
გადაწყვეტა
არ
განეკუთვნება
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებას
.
9. პეტიციის
წარმდგენი
სუბიექტის
მომხსენებელს
/მომხსენებლებს
უფლება
აქვს
/აქვთ
, რეგისტრაციაში
გატარებაზე
უარი
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
გაასაჩივროს
/გაასაჩივრონ
სასამართლოში
.
10. ამ
მუხლის
მე
-4 პუნქტის
„ა
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
პეტიციას
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
განიხილავს
და
შესაბამის
გადაწყვეტილებას
იღებს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
დადგენილების
მიღებისათვის
ამ
კანონითა
და
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
რეგლამენტით
დადგენილი
წესით
.
11. ამ
მუხლის
მე
-4 პუნქტის
„ბ
“ ან
„გ
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
პეტიცია
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
ბიუროს
გადაწყვეტილებით
, მისი
რეგისტრაციიდან
7 დღის
ვადაში
, შესასწავლად
გადაეცემა
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
შესაბამის
კომისიას
ან
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
სამუშაო
ჯგუფის
შექმნის
წინადადებით
, ან
აღნიშნული
პეტიცია
უფლებამოსილების
შესაბამისად
, განსახილველად
ეგზავნება
მუნიციპალიტეტის
მერს
. მუნიციპალიტეტის
საკრებულო
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
ბიუროს
მიერ
პეტიციის
გადაგზავნიდან
1 თვის
ვადაში
იღებს
გადაწყვეტილებას
პეტიციის
შესასწავლად
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
სამუშაო
ჯგუფის
შექმნის
მიზანშეწონილობის
შესახებ
ან
პეტიციას
უგზავნის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
შესაბამის
კომისიას
.
12. მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
შესაბამისი
კომისია
ან
სამუშაო
ჯგუფი
პეტიციას
ამ
მუხლის
მე
-11 პუნქტით
განსაზღვრული
წესით
მიღებიდან
15 დღის
ვადაში
განიხილავს
და
იღებს
ერთ
-ერთ
შემდეგ
გადაწყვეტილებას
:
ა
) პეტიციის
შესაბამისად
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
დადგენილების
პროექტის
მომზადების
მიზანშეწონილად
მიჩნევის
თაობაზე
;
ბ
) ამ
მუხლის
მე
-4 პუნქტის
„გ
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
პეტიციის
შესწავლისა
და
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
სხდომისთვის
განსახილველად
წარდგენის
თაობაზე
;
გ
) პეტიციის
განხილვის
მიზანშეუწონლად
მიჩნევის
თაობაზე
.
13. ამ
მუხლის
მე
-11 და
მე
-12 პუნქტებით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილებები
მიღებიდან
5 დღის
ვადაში
უნდა
ეცნობოს
პეტიციის
წარმდგენ
სუბიექტს
.
14. ამ
მუხლის
მე
-12 პუნქტის
„ა
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილების
მიღების
შემთხვევაში
მისი
მიღებიდან
1 თვის
ვადაში
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
სხდომას
განსახილველად
წარედგინება
შესაბამისი
ნორმატიული
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
აქტის
პროექტი
. მუნიციპალიტეტის
საკრებულო
შესაბამისი
დადგენილების
პროექტს
განიხილავს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
დადგენილების
მიღებისათვის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
რეგლამენტის
59-ე
, 61-ე
, 84-ე
და
85-ე
მუხლებით
დადგენილი
წესით
.
15. ამ
მუხლის
მე
-12 პუნქტის
„ბ
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილების
მიღების
შემთხვევაში
მისი
მიღებიდან
1 თვის
ვადაში
მზადდება
პეტიციის
შესახებ
დასკვნა
და
პეტიცია
დასკვნასთან
ერთად
განსახილველად
წარედგინება
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
სხდომას
. მუნიციპალიტეტის
საკრებულო
პეტიციასთან
დაკავშირებით
შესაბამის
გადაწყვეტილებას
იღებს
1 თვის
ვადაში
.
16. ამ
მუხლის
მე
-12 პუნქტის
„გ
“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილება
მიღებიდან
15 დღის
ვადაში
წარედგინება
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
. მუნიციპალიტეტის
საკრებულო
შესაბამის
ინფორმაციას
ცნობად
იღებს
ან
არ
ეთანხმება
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
შესაბამისი
კომისიის
ან
სამუშაო
ჯგუფის
გადაწყვეტილებას
და
იღებს
სხვა
, შესაბამის
გადაწყვეტილებას
.
17. ამ
მუხლის
მე
-14 და
მე
-15 პუნქტებით
განსაზღვრული
ვადები
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
გადაწყვეტილებით
შეიძლება
1 თვით
გაგრძელდეს
.
18. მუნიციპალიტეტის
მერი
ვალდებულია
განიხილოს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
ბიუროს
მიერ
უფლებამოსილების
შესაბამისად
გადაგზავნილი
პეტიცია
და
განხილვის
შედეგების
შესახებ
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
და
პეტიციის
წარმდგენ
სუბიექტს
აცნობოს
პეტიციის
განსახილველად
მიღებიდან
1 თვის
ვადაში
. ეს
ვადა
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
ბიუროს
თანხმობით
შეიძლება
1 თვით
გაგრძელდეს
.
19. მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
/საკრებულოს
კომისიის
/სამუშაო
ჯგუფის
სხდომაზე
პეტიციას
წარადგენს
/წარადგენენ
და
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
/საკრებულოს
კომისიის
/სამუშაო
ჯგუფის
სხდომაში
საკრებულოს
თავმჯდომარის
/კომისიის
თავმჯდომარის
თანხმობის
შემთხვევაში
და
სათათბირო
ხმის
უფლებით
მონაწილეობს
/მონაწილეობენ
პეტიციის
წარმდგენი
სუბიექტის
მომხსენებელი
/მომხსენებლები
.
20. ამ
მუხლის
მე
-18 პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
უფლებამოსილია
მუნიციპალიტეტის
მერს
მოსთხოვოს
პეტიციის
განხილვის
შედეგების
შესახებ
ანგარიშის
ან
/და
პეტიციის
შესახებ
დამატებითი
ინფორმაციის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
სხდომაზე
პირადად
წარდგენა
.
21. პეტიციის
განხილვის
შემდეგ
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
შესაბამის
გადაწყვეტილებას
მიღებიდან
10 დღის
ვადაში
აცნობებს
პეტიციის
წარმდგენ
სუბიექტს
, გარდა
ამ
მუხლის
22-ე
პუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევისა
.
22. თუ
პეტიცია
საერთო
კრების
მიერ
არის
წარდგენილი
, პეტიციის
განხილვის
შედეგების
შესახებ
ინფორმაცია
მუნიციპალიტეტის
ორგანოების
შესაბამისმა
მოსამსახურეებმა
საერთო
კრებას
უნდა
წარუდგინონ
უშუალოდ
– შესაბამისი
გადაწყვეტილების
მიღებიდან
1 თვის
ვადაში
ან
/და
უნდა
წარუდგინონ
საერთო
კრების
რჩეულს
– შესაბამისი
გადაწყვეტილების
მიღებიდან
10 დღის
ვადაში
.
23. პეტიციის
რეგისტრაციასთან
, ხელმოწერების
შემოწმებასთან
და
პეტიციის
განხილვასთან
დაკავშირებულ
სხვა
პროცედურებს
ატარებს
საკრებულოს
აპარატი
.
24. მუნიციპალიტეტის
საკრებულო
უფლებამოსილია
, ამ
მუხლის
ნორმების
გათვალისწინებით
, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
დადგენილებით
განსაზღვროს
პეტიციის
ელექტრონული
ფორმით
წარდგენის
წესი