1. საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება მხოლოდ ფარული კენჭისყრით .
2. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და მათგან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა , ტარდება ხელახალი არჩევნები . ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა , ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის , რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს . თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი , ტარდება ხელახალი არჩევნები . თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი , მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს . თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა , ტარდება ხელახალი არჩევნები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 95. არჩევნების— ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ