1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაწევის შესახებ შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი.
5. სამედიცინო დაწესებულებასთან ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა, ინვოისი) წარმოდგენის შემდე