საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი №2/ნ
სარეგისტრაციო კოდი 440050000.22.022.018781 16
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 14/01/2026
2,493 სიტყვა · ~12 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
გენერალური დირექტორი
ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 2
ახალგაზრდა მეცნიერი − მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხ
არისხის მქონე პირ(ებ)ი ძირითადი პერსონალიდან, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე, მაგისტრანტი, დოქტორანტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს
მუხლი 2
გრანტის მიმღები
კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი ერთობლივად ან ძირითადი პერსონალი – მეცნიერთა ჯგუფი
მუხლი 2
წამყვანი ორგანიზაცია
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს
მუხლი 2
თანადამფინანსებელი
იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევით პროექტს
მუხლი 2
პროექტი
დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი
მუხლი 2
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით
მუხლი 2
ტრანში
პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები
მუხლი 2
პროექტის კოორდინატორი
საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი
მუხლი 2
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად კომისიის წევრ(ებ)ისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით
მუხლი 2
პროექტის ხელმძღვანელი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი
მუხლი 2
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს
მუხლი 2
ანგარიში
პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიში
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულება
გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა
მუხლი 2
საკონკურსო დოკუმენტაცია
ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
მუხლი 2
ძირითადი პერსონალი
გრანტის მიმღები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მაგისტრანტი, დოქტორანტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს
მუხლი 2
დამხმარე პერსონალი
პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 16.06.2022 მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 20.09.2019 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.08.2019 ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 27.09.2024 საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 09.06.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის  ბრძანება №2/ნ 2026 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს  საერთაშორისო  სამეცნიერო  ღონისძიებების საგრანტო  კონკურსის  დებულება და პროექტის შეფასების კრიტერიუმები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  დანართი საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულება და პროექტის შეფასების კრიტერიუმები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულება და პროექტის შეფასების კრიტერიუმები (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, შეფასების, გრანტის გაცემისა და პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს. 2. საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი) მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმების, სემინარების და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, მსოფლიოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირების და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.  3. საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომ – ფონდი). 4. კონკურსში ფონდი დაფინანსებას ახორციელებს ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council − ERC) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებში: ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები; ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) ახალგაზრდა მეცნიერი − მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ი ძირითადი პერსონალიდან, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე, მაგისტრანტი, დოქტორანტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს; გ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი ერთობლივად ან ძირითადი პერსონალი – მეცნიერთა ჯგუფი; დ) ზედნადები ხარჯები − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისათვის; ე) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ვ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევით პროექტს; ზ) თანამონაწილე ორგანიზაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია, წამყვან ორგანიზაციასთან ერთად, უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; თ) მიზნობრივი მიმდინარე ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიმდინარე საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; ი) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; კ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; ლ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; მ) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი; ნ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად კომისიის წევრ(ებ)ისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით; ო) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი; პ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს; ჟ) ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიში; რ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ს) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; ტ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; უ) ძირითადი პერსონალიგრანტის მიმღები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მაგისტრანტი, დოქტორანტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს; ფ) დამხმარე პერსონალი – პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსის ადმინისტრირებას, გრანტის გაცემასა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს ფონდი. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტების) მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, კონკურსის პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას; აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების დამტკიცებას; გ) კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას; დ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ დებულების მე-10 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს წარმოდგენილ პროექტებს;  ე) საკონკურსო კომისიის შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას; ვ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, ამ დებულებით დადგენილი და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. მუხლი 4🔗. კონკურსის პირობები და კონკურსში მონაწილეობა 1. კონკურსში მონაწილეობისა და გრანტის მიღების უფლება აქვთ: ა) წამყვან ორგანიზაციას, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითად პერსონალს ერთობლივად; ბ) ძირითად პერსონალს – მეცნიერთა ჯგუფს. 2. კონკურსში მონაწილეობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ფონდი იტოვებს უფლებამოსილებას, არ განიხილოს შემოსული პროექტი. 3. გრანტის მიმღები იურიდიული პირი ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, გრანტის მიმღები ორგანიზაცია მიღებული პროექტის ფარგლებში ბუღალტრულ აღრიცხვას, ანგარიშგებას აწარმოებს ცალკე (განმხოლოებული), ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად და ბუღალტრულ აღრიცხვას ასრულებს ფიზიკურ პირთა ჯგუფი. 5. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ ერთი ღონისძიების ჩატარებას. 6. კონკურსის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულება – ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია აღნიშნული კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ და მაქსიმუმ კონკურსის გამოცხადების დღიდან 18 თვის ჩათვლით პერიოდში. 7. ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია იყოს ჩართული ჯამში ორზე მეტ პროექტში. პროექტში ჩართვა გულისხმობს, როგორც კონკურსში წარმოდგენილ, ასევე უკვე დაფინანსებულ და მიმდინარე პროექტებში ჩართვას. 8. ერთი და იგივე პირი, ერთსა და იმავე დროს, არ უნდა ხელმძღვანელობდეს ერთზე მეტ პროექტს. პროექტის ხელმძღვანელობაში იგულისხმება როგორც კონკურსში წარმოდგენილი, ასევე უკვე დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელობა. 9. ფონდი იტოვებს უფლებამოსილებას, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე კონკურსში არ განიხილოს შემოსული ისეთი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ ერთი და იმავე ღონისძიების ორგანიზებას (ასეთი სახის ორი ან მეტი პროექტის არსებობის შემთხვევაში). ფონდი ასევე იტოვებს უფლებამოსილებას, არ განიხილოს ისეთი ღონისძიების დაფინანსების წინადადება, რომელიც ფონდის მიერ უკვე დაფინანსდა (ან ფინანსდება) ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოცხადებულ ანალოგიურ კონკურსებში. 10. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს პროექტის კოორდინატორი და პროექტის ხელმძღვანელი. მუხლი 5🔗. პროექტის ბიუჯეტი და ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 2. პროექტის საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ, 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის ხანგრძლივობის მაქსიმუმ 3 თვით გაგრძელების შესახებ, დამატებითი დაფინანსების გარეშე. 3. ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს: ა) კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისათვის და სიმპოზიუმებისათვის 70 000 ლარს; ბ) სამუშაო შეხვედრების, ვორქშოფების, სემინარების და სხვა სამეცნიერო ღონისძიების მოწყობისათვის 50 000 ლარს.  4. პროექტი შეიძლება, ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან. 5. პროექტის ფარგლებში ფინანსდება: ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) ღონისძიების მონაწილეთა სასტუმროს ხარჯი; დ) ღონისძიების მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი; ე) ღონისძიების მონაწილეთა კვების ხარჯი; ვ) ღონისძიების მოსაწყობად საჭირო აპარატურის შესყიდვის ან/და დაქირავების ხარჯი; ზ) ღონისძიების ჩატარებისათვის საჭირო დარბაზის დაქირავების ხარჯები; თ) ღონისძიების მასალების დაბეჭდვის ხარჯი; ი) ღონისძიების სინქრონული თარგმნის ხარჯი; კ) სხვა საქონელი და მომსახურება (საკანცელარიო და სხვ.); ლ) ზედნადები ხარჯები.  6. ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება ერთობლივად უნდა შეადგენდეს პროექტის ბიუჯეტის 30%-ს. 7. გამარჯვებული პროექტის გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება დამტკიცებული ბიუჯეტის ნაწილი (გრანტის მოცულობას გამოკლებული გრანტის მიმღების საგრანტო დაფინანსების 50%). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება პირველადი დოკუმენტაციის თანხლებით ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდში წარდგენისა და ფონდის მიერ მათი დადებითად შეფასების შემდეგ. 8. გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტის ანგარიშის წარდგენის დროს ფონდში წარადგინოს პროექტით გათვალისწინებული და საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“-,,კ“ ქვეპუნქტები) თანხების ამსახველი საგადახდო დოკუმენტები. 9. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. მუხლი 6🔗. საკონკურსო განაცხადის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტის წარმდგენმა უნდა წარადგინოს: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) საპროექტო წინადადება (პროექტი); გ) პროექტის ბიუჯეტი; დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი; ე) პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ავტობიოგრაფიები (CV); ვ) პროექტის წარმდგენი იურიდიული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ზ) თანადაფინანსების შემთხვევაში − თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა საჭირო დოკუმენტაცია. 3. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. მუხლი 7🔗. საკონკურსო კომისია 1. საკონკურსო კომისია (შემდგომ − კომისია) იქმნება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან. 3. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან/და ფონდის გენერალური დირექტორი. 4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 5. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 6. კომისია: ა) ადგენს იმ მონაწილეთა სიას, რომელთა განაცხადები არ შეესაბამება ამ წესით და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის თაობაზე; ბ) განიხილავს მონაწილეთა განაცხადებებს (საკონკურსო დოკუმენტაციას) და ახდენს მათ შეფასებას ამ დებულების მე-10 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად. მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. არ შეიძლება კომისიის წევრი იყოს პირი: ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე; ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია კონკურსში მონაწილე ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში; დ) რომელიც არის ძირითადი პერსონალის ნათესავი. 2. ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. მუხლი 9🔗. ანგარიშგება, პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებებს გრანტის მიმღებებთან, რომლებშიც გაიწერება ურთიერთვალდებულებათა დეტალური პირობები.  2. ფონდი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი ანგარიშის წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.  3. გრანტის მიმღებმა ღონისძიების ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში ფონდს უნდა წარუდგინოს განხორციელებული ღონისძიების ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილებისაგან. 4. მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით. 5. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 6. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი საბოლოო ანგარიშის შემოწმებას. 7. პროგრამული ანგარიში ჩატარებული ღონისძიების შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით. 8. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ბრუნდება ფონდის ბიუჯეტში. 9. ფონდის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, დაესწრონ ღონისძიებას (კონფერენციას ან სხვ.) და ღონისძიების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოიყენოს ფონდის საქმიანობის შეხედულებისამებრ. 10. გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროგრამული ანგარიშები, ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები შესაძლებელია ფონდმა გამოიყენოს თავის ვებგვერდზე განთავსების, საქმიანობის ანგარიშში ჩართვის, სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში გამოყენების მიზნით. მუხლი 10🔗. შეფასების კრიტერიუმები კონკურსში შემოსული განაცხადების შეფასების კრიტერიუმები: № შეფასების კრიტერიუმი 0 ქულა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა 1 ღონისძიების სტატუსი, მასშტაბი და სამიზნე ჯგუფები 2 ღონისძიების მიზანი და ამოცანები 3 ღონისძიების სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა და აქტუალურობა 4 მოსალოდნელი შედეგების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მექანიზმები (მასალებზე ღია წვდომა, მედიაგაშუქება, მარკეტინგი) 5 პროექტის განხორციელების გზებისა და გრაფიკის შესაბამისობა 6 არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენების რეალურობა 7 პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზნისა და ამოცანების განხორციელებასთან 8 შემოთავაზებული ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებთან ჯამი: 0 შეუსაბამო განაცხადი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს ან ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო. 1 სუსტი განაცხადი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები. 2 დამაკმაყოფილებელი განაცხადი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები. 3 კარგი განაცხადი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება. 4 ძალიან კარგი განაცხადი ძალიან კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ გარკვეული დახვეწა შესაძლებელია. 5 საუკეთესო განაცხადი წარმატებით პასუხობს კრიტერიუმს ყველა ასპექტში. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო. შენიშვნა: 1. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა პროექტი ფლობდეს, სულ ცოტა, 25 ქულას. 2. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელსაც უფრო მაღალი შეფასება აქვს პირველი კრიტერიუმში, შემდეგ მეორე, მესამე და ა.შ. თანმიმდევრულად, მერვე კრიტერიუმის ჩათვლით. ყველა კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელიც ფონდისაგან მოითხოვს ნაკლებ საგრანტო დაფინანსებას. მუხლი 11🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია. 3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად. 4. გრანტის მიმღების მიერ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული თანხის აუთვისებელი ნაშთი და არამიზნობრივად გახარჯული თანხა. 5. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია ანგარიში, წარდგენილ ანგარიშზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტი, აუდიტორული შემოწმების შემთხვევაში მიღებულია დადებითი დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. 6. ფონდი უფლებამოსილია, განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ, რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. აუდიტორული კომპანიის შემოწმების დასკვნის შესაბამისად, ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების, შეწყვეტისა და დასრულების შესახებ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე