1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოარის ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქები იქმნება და მათი საზღვრები, დასახელებები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისთვის ყოველი მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის თბილისი არის ერთი საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შექმნილ საარჩევნო ოლქებს.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისთვის იქმნება 10 საარჩევნო ოლქი:
ა) მთაწმინდის;
ბ) ვაკის;
გ) საბურთალოს;
დ) კრწანისის;
ე) ისნის;
ვ) სამგორის;
ზ) ჩუღურეთის;
თ) დიდუბის;
ი) ნაძალადევის;
კ) გლდანის.
6. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო ოლქების შესახებ ცნობას მათი საზღვრების მითითები