1. საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ამ კანონით დადგენილი წესით ადგენს უსკო.
11. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.
2. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო ოლქები, მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საერთო არჩევნებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს მიერ შექმნილ საარჩევნო ოლქებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი №168-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023