1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას.

2. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება:

ა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;

გ) ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.

3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება:

ა) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში;

ბ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.

4. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდე