1.
უსკოს თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2. უსკოს თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უსკოში;

ბ) უძღვება უსკოს სხდომას;

გ) განკარგავს უსკოს ფინანსურ სახსრებს;

დ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს უსკოში, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

დ1) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს;

ე) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს;

ვ) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ– ამ კომიტეტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

ზ) (ამოღებულია  - 02.08.2012, №175- უ.ს.რ.ს);

ზ1) საარჩევნო პერიოდში ბრძანებით განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;

თ) უსკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, უსკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს უსკოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს;

ი) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;

ი1)
(ამოღებულია - 18.05.2023, №71-IIს);

ი2) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

3. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს უსკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ უსკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით და თანხმობით ახორციელებს უსკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

4. უსკოს მდივანი:

ა) ანაწილებს უსკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და
უსკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უსკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12..2020წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი,  18.07.2025