1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უსკოს აპარატი.
2. უსკოს აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება უსკოს რეგლამენტით.
3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.
4. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს უსკო. საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებ