1. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი.

2. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
მე-16 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები. საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს უსკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც უსკომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის შემდეგ აირჩია, განისაზღვრება მისი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე პარტიის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს უსკოს არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

5. პარტიას უფლება არა აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

6. უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ:

ა) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ სუბიექტს. შესწორებული საბუთები უსკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს;

ბ) აღმოჩნდა, რომ ეს პირი უსკოსთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია;

გ) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენა