საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №058
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016186 58
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2025
745 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 95% 27.06.2025 საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 94% 06.05.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 94% 27.06.2025 საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 94% 06.05.2020 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 94% 06.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №058 2025 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებითა და სხვა  სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური  პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა; გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსულ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; ვ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ზ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331​1 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობა; თ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331​1 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეებზე პროკურორებისათვის, გამომძიებლებისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებებისა და განკარგულებების მიცემა; ი) გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოების – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოსა და რანგირების საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის  უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის  საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის  უფროსის მოადგილესა და დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში  მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებების შესრულებას; ვ) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის შესაბამისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის  თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ზ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას; თ) შეაქვს საჩივრები სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს დეპარტამენტში  შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს; აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; მ) ყოველი წლის იანვარში, გენერალურ პროკურორს წარუდგენს  გასული წლის ანგარიშს, დეპარტამენტის  კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ნ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და  მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ ფუნქციებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე: ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; ბ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის  თანამშრომლები 1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) დეპარტამენტის პროკურორები; ბ)  დეპარტამენტის მრჩევლები; გ)  დეპარტამენტის სპეციალისტი; დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის  უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით. 4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების  შესრულებას. საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე