ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016411 929
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2025 წლის 26 დეკემბერი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 121-ე მუხლისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი N2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა დანართი №3-ის შესაბამისად;
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24დეკემბრის №19 დადგენილება (www. matsne .gov.ge, 25.12.2024 წ., სარეგ. კოდი: 010250000.35.151.016391) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 01 იანვრიდან.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბი ზილინაშვილი
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
N
თანამდებობის დასახელება
რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი(ლარში)
საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები
1
საკრებულოს თავმჯდომარე
1
6587
2
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
4977
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
4244
4
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
3513
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
3
3220
6
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
6
2488
დანართი №2
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო
საშტატო ერთეულის რაოდენობა
კოეფიციენტი
1
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,საკრებულოს აპარატის უფროსი-ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
3200
1
________
2
მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მაჟორიტარებთან ურთიერთობის საკითხებში
1920
1
1.2
3
მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კომისიებთან ურთიერთობისა და ორგანიზაციულ საკითხებში
1920
1
1.2
4
მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში
1920
1
1.2
სულ
4
დანართი №3
შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა
№
შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიცია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციების რაოდენობა
1
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
1
2
მძღოლი
1
3
საკრებულოს კომისიის კონსულტანტი
5
4
სპეციალისტი
2
5
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
1
6
დამლაგებელი
1