განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტავიის რეჟიმის გახსნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/31951-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანჩინება

საქართველოს სახელით

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტავიის

რეჟიმის გახსნის შესახებ

საქმე №2/31951-25 / 330210325011943248

2025 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლიანა კაჟაშვილი

 

განმცხადებელი - სს „საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი - რომან ქუქჩიშვილი

მოვალე - შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპა“ (ს/ნ: 406288878)

მოთხოვნა - რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სს „საქართველოს ბანკის“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპას“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ საკითხი და

გამოარკვია:

2025 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა რომან ქუქჩიშვილმა შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპას“ (ს/ნ: 406288878) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის მოთხოვნით.

მოვალე შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპა“ არ ეთანხმება სს „საქართველოს ბანკის“ მოთხოვნას, თვლის, რომ არ არსებობს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები; მოვალის წარმომადგენელის აზრით განმცხადებელი სრულად არ ასახავს იმ რეალურ ვითარებას, რაც არსებობდა მხარეებს შორის, სადავოდ მიიჩნევს განცხადებაში აღწერილ ფაქტობრივი გარემოებებს და წარმოდგენილი მტკიცებულებებს.

2025 წლის 18 დეკემბერს გაიმართა ზეპირი განხილვა და სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები.

სასამართლომ განიხილა სსსაქართველოს ბანკისგანცხადება, წარმოდგენილი ინფორმაციები, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და შპსევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპას მიმართ უნდა გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში –  გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში –  გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს მოვალეს - საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნაა დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება რეაბილიტაციის გზით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ის ჩამონათვალი, რასაც უნდა შეიცავდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის): ) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს; ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ; ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ; ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ; ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა; ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; ) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია; ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის წინასწარ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის არსებობის შემთხვევაში – ამ პროექტის ასლი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული განცხადების შეტანის მომენტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლებსა და ხარჯებში შესატანი, გონივრულად მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია; ) კრედიტორებთან წინასწარ შეთანხმებული რეაბილიტაციის გეგმა (არსებობის შემთხვევაში). მას უნდა ერთოდეს მოვალის მიერ ამ კანონით დადგენილი კრედიტორთა უმრავლესობისგან წინასწარ მიღებული თანხმობა.

კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

ვინაიდან მოვალე შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპას“ სს „საქართველოს ბანკის“ გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნასთან დაკავშირებით განსხავებული პოზიცია ჰქონდა, მოვალე სადავოდ ხდიდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც გახდა კრედიტორის სასამართლოსადმი მომართვის საფუძველი, მოვალე არ ეთანხმებოდა საკრედიტო დავალიანებას, მიაჩნდა, რომ ბანკის მხრიდან არ იყო სრულყოფილად შესრულებული სესხის გაცემის ვალდებულებები. კრედიტორის განცხადებასა და მოვალის პოზიციაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებების დადგენა-გამოკვლევის მიზნით სასამართლომ სს „საქართველოს ბანკის“ განცხადების განსახილველად დანიშნა ზეპირი მოსმენა.

სს „საქართველოს ბაკის“ განცხადების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, მხარეთა მოსაზრებების მოსმენით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის, ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

როგორც ირკვევა მოვალე შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპას“ მიმართ გადახდისუნარობის საქმისწარმოების დაწყებისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით სასამართლოსადმი მომართვა განაპირობა სს „საქართველოს ბანკსა“ და შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპას“ შორის არსებულ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვადამოსული ვალდებულებების შეუსრულებლობამ. წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მოვალემ დაარღვის სს „საქართველოს ბანკთან“ დადებული სესხის ხელშეკრულების პირობები, იგი ვეღარ ასრულებს ვადამოსულ ვალდებულებებს, განცხადებით სასამართლოში წარმოდგენის დროისათვის, 2025 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით მოვალეს ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება 3, 046.005.68 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალე უკვე დიდი ხანია ვერ ფარავს ბანკის წინაშე არსებულ ვადამოსულ ვალდებულებებს.

სასამართლოსადმი მოწოდებული ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ მოვალეს ვალდებულებების დარღვევის გამო გააჩნია სხვა ვადამოსული დავალიანებებიც, მათ შორის, სსიპ –  შემოსავლების სამსახურის, სს „თელასის“ და ცალკეული ფიზიკური პირების მიმართ.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას.

კრედიტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით, ასევე, მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების მოსმებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები, ზეპირი მოსმენით ვერ დადასტურდა ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანხამად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოქვეყნებული ინფორმაციით მოვალის მიმართ დაწყებულია სააღსრულებო საქმისწარმოება და მოვალე ექცევა სპეციალური კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედების სფეროში. მოვალე მხარის მიერ საპირისპიროს დამადასტურებელი ინფორმაცია სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი.

სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციით დადასტურებულია, რომ მოვალე ახორციელებდა მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ უნდა ეფუნქციონერა სასტუმროს, მაგრამ ვინაიდან მშენებლობა არ დასრულებულ, მოვალემ ვერ აამუშავა სასტუმრო. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მოვალემ შეაჩერა საქმიანობა, განცხადების განხილვისას მოვალის მხრიდან საწინააღმდეგოს დამდასტურებელი ინფორმაცია არ ყოფილა წარმოდგენილი.

კრედიტორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2025 წლის 17 ივნისს მოვალეს მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც მოქმედებს განცხადების წარმოდგენამდე 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებსაქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება უპირატესად რეაბილიტაციის და არა საწარმოს გაკოტრების გზით, ხოლო მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის შეუძლებლობა დადასტურდება, გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია მარტოოდენ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპების ეფექტიანად დაცვის გზით. აღნიშნული პრინციპები გათვალისწინებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, რომლის მიხედვითაც, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა დაგადახდისუუნარობის მასის სწორი წარმართვა; მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანმიმდევრული გადაწყვეტა; პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების, შეძლებისდაგვარად, შენარჩუნება და გაზრდა; მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; მსგავსი მოთხოვნების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.

გადახდისუუნარობის ფარგლებში რეაბილიტაცია მოვალის გადარჩენის გზით კრედიტორთა დაკმაყოფილების საუკეთესო გზაა. შესაბამისად, გადახდისუუნარობის რეჟიმის გახსნის შედეგად რეაბილიტაცია მოვალისა და კრედიტორებისათვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპა“ (ს/ნ:406288878) რეგისტრირებულია 2019 წლის 30 აგვისტოდან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოჩნდა საწარმო ფინანსური პრობლემების წინაშე, არსებული და ვადამოსული ვალდებულებების შესრულების გაძნელების/შეუსრულებლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვალე წინააღმდეგია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის, იგი არ უარყოფს არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და ასევე შესაძლებლობას იმისა, რომ ამოქმედდეს სასტუმრო, რომლის მშენებლობა უკვე ფინალურ ეტაპზეა, სასტუმროს ამუშავება კომპანიას მისცემს ფინანსური სიძნელეების გამკლავების შესაძლებლობას.

თავის მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა გადახდისუუნარობის პრეზუმფციის დამადასტურებელი არაერთი გარემოება, დამფუძნებლების მხრიდან დამატებითი სახსრების მოძიების ან მესამე პირთა მხრიდა ინვესტირების შემთხვევაში, ასევე, იმ რესურსების მოძიება-წარმოდგენის შემთხვევაში, რაც მოვალის განცხადებით არსებობს, შესაძლოა საწარმომ გადალახოს არსებული ფინანსური კრიზისი და ამ მხრივ რეაბილიტაციის რეჟიმი იძლევა იმგვარი სამართლებრივი გარემოს შემქნის შესაძლებლობას, რა დროსაც შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მოვალის გადარჩენა, ასევე კრედიტორთა ინტერსების დაბალანსებული დაცვა.

ამდენად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს. საქმეზე დართული მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები, სახეზეა ლიკვიდობის დეფიციტი, განცხადების სასამართლოში წარმოდგენამდე 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება და მოვალის მიმართ დაწყებულია იძულებითი აღსრულება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში –  გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. რეაბილიტაციის რეჟიმი გულისხმობს მოვალის გადარჩენის გზით კრედიტორთა დაკმაყოფილების საუკეთესო გზას. შესაბამისად, გადახდისუუნარობის რეჟიმის გახსნის შედეგად რეაბილიტაცია მოვალისა და კრედიტორებისათვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნას, რადგან არსებული მენეჯმენტის პირობებში მივიდა საწარმო გადახდისუუნარობამდე და მხოლოდ გამოცდილი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საწარმოს რეაბილიტაციის მიზნების მიღწევა. სასამართლო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, მოვალეს სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია განსხვავებული არსებითად ღირებული არგუმენტი აღნიშნულის გასაბათილებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განცხადების დასაშვებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც კრედიტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპას“ მიმართ უნდა გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნით.

სასამართლომ იხელმძღვანელარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებსაქართველოს კანონის 1-ლი,მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-, 44-, 47-, 49-, 50-, 51-, 55-, 56-, 62-, 63-, 64-, 73-, 74- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284285- მუხლებით, და

დაადგინა:

 

1. სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელ რომან ქუქჩიშვილის განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „ევრაზიან ჰოთელს რეზორთს ენდ სპას“ (ს/ნ: 406288878) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

3. რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი სოფიო მაჭავარიანი (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: P2109119, ტელეფონის ნომერი: 591 90 60 40, ელექტრონული ფოსტის მისამართი: sopho.machavariani@b.ge, smachavariani@tstlegal.ge, სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, ატენის ქ. 18 ბ, ბინა N6), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 75-ე მუხლის საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. განემარტოს რეაბილიტაციის მმართველს, რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის საქმიანობასა და ქონებას მართავს რეაბილიტაციის მმართველი დამოუკიდებლად, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული ოდენობის გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს რეაბილიტაციის მმართველთან და მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაში და ამ გეგმის შესრულებაში.

7. რეაბილიტაციის მმართველს მოვალის კრედიტორების მიმართ აკისრია ფიდუციური მოვალეობა, რაც გულისხმობს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების მოვალეობას. რეაბილიტაციის მმართველს რეაბილიტაციის მიზნების მისაღწევად და ვალდებულებების შესასრულებლად აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი ვალდებულება.

8. მოვალის დასაქმებული, დირექტორი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირები ვალდებული არიან უფლებამოსილებების განხორციელებისას ითანამშრომლონ რეაბილიტაციის მმართველთან და დაეხმარონ მას.

9. რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ზომები მოვალის წარმოების შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად;

ბ) მოვალის სახელით განახორციელოს ყველა შესაბამისი ქმედება და ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს;

გ) გადაიბაროს და პირად განკარგულებაში მიიღოს მოვალის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, საბუღალტრო ჩანაწერი და წიგნი, მათ შორის, ელექტრონულად ან სხვა ფორმით;

დ) მოიპოვოს ან აღიდგინოს მფლობელობა მოვალის კუთვნილ ქონებაზე, თავი მოუყაროს მოვალის ქონებას და ამ მიზნით გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების უფლება ან განახორციელოს სხვა ქმედება, ან აწარმოოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც რეაბილიტაციის მიზნებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს;

ე) მოიწონოს ან შეწყვიტოს მოქმედი ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ვ) გაყიდოს ან სხვაგვარად განკარგოს მოვალის ქონება აუქციონზე ან ხელშეკრულების საფუძველზე. მოვალესთან დაკავშირებულ პირთან ნასყიდობის, ლიზინგის ან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოვალის ქონება განიკარგება, შეიძლება დაიდოს მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით, ხოლო კრედიტორთა კომიტეტის არარსებობის შემთხვევაში − კრედიტორთა კრების თანხმობით;

ზ) სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვაგვარად მოიზიდოს ფულადი სახსრები და ამ მიზნით მოვალის ქონების მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები;

თ) მიიღოს საჭირო საკადრო გადაწყვეტილებები − შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლები, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით დადოს ახალი შრომითი ხელშეკრულებები ან შეწყვიტოს არსებული შრომითი ხელშეკრულებები;

ი) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე სასამართლოს ან კრედიტორების თანხმობის გარეშე განკარგოს მოვალის ქონება, გარდა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონებისა და პირობადებული საკუთრებისა;

კ) დანიშნოს იურისტი, ბუღალტერი ან სხვა პროფესიის/კვალიფიკაციის მქონე პირი, რომლის ჩართულობაც აუცილებელია რეაბილიტაციის მმართველის მიერ თავისი ფუნქციების წარმატებით შესრულებისთვის;

ლ) გამოვიდეს მოვალის წარმომადგენლად სასამართლოში, წამოიწყოს ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი ან წარმოება;

მ) მოიპოვოს ან შეინარჩუნოს დაზღვევა მოვალის ეკონომიკურ საქმიანობასა და ქონებასთან დაკავშირებით;

ნ) მოვალის სახელით აითვისოს, მიიღოს, შექმნას ან ინდოსამენტით დაადასტუროს ნებისმიერი ჩეკი ან თამასუქი;

ო) დანიშნოს წარმომადგენელი ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის განხორციელებაც მიზანშეწონილია წარმომადგენლის მეშვეობით;

პ) განახორციელოს მოვალის ქონების რეალიზაციისთვის საჭირო ყველა ქმედება;

ჟ) განახორციელოს რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო გადახდები;

რ) დააფუძნოს მოვალის შვილობილი კომპანიები;

ს) მოვალის შვილობილ კომპანიებს კანონით დადგენილი წესით მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მოვალის საწარმო ან/და ქონება;

ტ) იჯარით (ქირავნობით) გასცეს ან მიიღოს ნებისმიერი ქონება, რომელიც საჭიროა ან ხელსაყრელია მოვალის ეკონომიკური საქმიანობისთვის;

უ) შეწყვიტოს მოვალის ქონებაზე დადებული იჯარის ხელშეკრულება ან თანხმობა განაცხადოს მის შეწყვეტაზე და აღიდგინოს მფლობელობა იჯარისგან გამოთავისუფლებულ ქონებაზე;

ფ) მოვალის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულება მოვალის ნებისმიერი ვალის ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის შესახებ, მათ შორის, ურთიერთკომპრომისული შეთანხმების ან ვალის მოვალის სასარგებლოდ ცალმხრივად ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის სახით;

ქ) პარტნიორებისგან მოითხოვოს მოვალის საწესდებო კაპიტალში შეუტანელი შენატანების განხორციელება, თუ ეს გათვალისწინებულია კორპორაციული დოკუმენტებით;

ღ) იმ პირის გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესში, რომელსაც მოვალის მიმართ აქვს დავალიანება, წარადგინოს მოთხოვნა, როგორც შესაბამისი რიგის კრედიტორმა, და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის განაწილებაში;

ყ) სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით;

შ) განახორციელოს ცვლილება მოვალის რეგისტრირებულ მისამართსა და სხვა მონაცემებში, რომელთა რეგისტრაციაც სავალდებულოა;

ჩ) მოიწვიოს მოვალის პარტნიორთა კრება და მოითხოვოს მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება;

ც) კრედიტორებისგან მოითხოვოს მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რაც არ გულისხმობს კრედიტორთა კრების ჩატარებას;

ძ) კრედიტორებზე გაანაწილოს ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები. ამ დროს იგი ვალდებულია გაითვალისწინოს პრეფერენციული მოთხოვნები;

წ) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ჭ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა ქმედებები.

10. გარიგებას, რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, რეაბილიტაციის მმართველი დებს კრედიტორთა კრების თანხმობით. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

11. მოვალის არცერთ პარტნიორს, დასაქმებულს ან დირექტორს არ აქვს უფლება, რეაბილიტაციის მმართველის თანხმობის გარეშე განახორციელოს მოვალის ხელმძღვანელობა ან წარმომადგენლობა. რეაბილიტაციის მმართველის მიერ გაცემული თანხმობა შეიძლება იყოს ზოგადი ან სპეციალური.

12. რეაბილიტაციის მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

13. რეაბილიტაციის მმართველმა დანიშვნისთანავე უნდა მოიპოვოს მოვალის იმ აქტივებისა და ქონების კონტროლისა და მოვლა-პატრონობის უფლება, რომლებზედაც, მისი მოსაზრებით, მოვალეს შესაბამისი უფლებები აქვს.

14. რეაბილიტაციის მმართველი საქმიანობის განხორციელებისას მოლაპარაკებებს აწარმოებს კრედიტორებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად.

15. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინებებში ასახული მითითებები, რათა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს მოვალის საქმიანობისა და ქონების მართვა.

16. მოიწონოს ან შეწყვიტოს მოქმედი ხელშეკრულებები, დადოს ახალი ხელშეკრულებები და განახორციელოს სხვა ფუნქციები, რომელიც აუცილებელია მოვალის საწარმოს რეაბილიტაციისთვის.

17. განემარტოს მმართველს, რომ იგი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.

18. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

19. განემარტოს მმართველს, რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

20.  განემარტოს რეაბილიტაციის მმართველს, რომ მას არ აქვს უფლება, აღიაროს პირგასამტეხლო და ვადამოუსვლელი პროცენტი, თუ მათი ჯამური ოდენობა ძირითადი თანხის დავალიანების 10 პროცენტს სცილდება. კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს სარჩელით აუღიარებელი ვადამოუსვლელი პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოვალისთვის დაკისრებისა და რეესტრში შეტანის მოთხოვნით. სასამართლო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა დადასტურებულია სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან/და როდესაც მოთხოვნაზე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მომენტისთვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება მიმდინარეობდა.

განემარტოს რეაბილიტაციის მმართველს, რომ იგი უფლებამოსილია: ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად; ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;

ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად; ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით; გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე; დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის მმართველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის მმართველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის მმართველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს; ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია; ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით; თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერ საკითხზე; ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

21. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს განმცხადებლის ვარაუდს და, შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ვერ შეძლებს მისი ქმედების მართლზომიერების დადასტურებას, სასამართლო უფლებამოსილია ამ უკანასკნელს დააკისროს: მოვალის ფულის ან ქონების დაბრუნება, ან მასთან დაკავშირებული სხვაგვარი პასუხისმგებლობა; პროცენტის გადახდა; მოვალის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა (ზიანის ანაზღაურება) ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.

22. გაუქმდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიება და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვები.

23. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

24. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                                       ლიანა კაჟაშვილი