კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2677,0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდები

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის პროექტი

2027 წლის პროგნოზი

2028 წლის პროგნოზი

2029 წლის პროგნოზი

05 00

კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

2910.0

2930,0

3225,0

3555,0

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

1280,0

1405,0

1545,0

1695,0

05 01 01

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა

480,0

525,0

575,0

630,0

05 01 02

სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა

510.0

495,0

545,0

600,0

05 01 03

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება.

350,0

385,0

425,0

465,0

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

1370,0

1495,0

1640,0

1810,0

05 02 01

კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა

825,0

900,0

990,0

1090,0

05 02 02

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელშეწყობა

225,0

245,0

270,0

300,0

05 02 03

სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა

210,0

230,0

250,0

275,0

05 02 04

კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა

110,0

120,0

130,0

145,0

05 03

ახალგაზრდული პროგრამების და რელიგიური  ორგანიზაციების  ხელშეწყობა

150.0

30,0

40,0

50,0

პროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული განვითარების ხელშოწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 01

1290.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის გაერთიანება, შპს სამეგრელო ჩხოროწყუ, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია  ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკური განვითარება .მათი ჩართულობა  სპორტულ შეკრებებში,  სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ.

- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;  - მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;  - მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი

სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება; სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სპორტის ინდუსტრიის განვითარება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა

დაფინანსება  ათას ლარში

05 01 01

480,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

შპს ჩხოროწყუს სამეგრელო

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

შპს აფინანსებს ფეხბურთში მოზარდთა ჯგუფების ფუნქციონირებას . ქალთა და ვაჟთა გუნდებს  მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში საქართველოს მასშტაბით. ქვეპროგრამის მიზანია:

- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;  - მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;  - მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი მდგომარეობით  ფუნქციონირებს 4 საშეჯიბრო და 2 არასაშეჯიბრო ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია 130-ზე მეტი აღსაზრდელი.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომობა ფეხბურთის ჯგუფებით სარგებლობაათვის

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 01 02

510.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკური განვითარება  ცენტრი აერთიანებს 14 სპორტულ მიმართულებას, ესენია: თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ,  კარატე , ჭადრაკი , კალათბურთი და სხვა.   სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 260-ზე მეტი ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-4 ჯერ. სპორტულ ცენტრში დასაქმებულია ჯამში 35 ადამიანი, ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. ქვეპროგრამის მიზანია:

- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;  - მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;  - მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი

სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება; სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სპორტის ინდუსტრიის განვითარება;

ქვეპროგრამის

დასახელება

კოდი

სპორტული ღონისძიებები

დაფინანსება

ათას ლარებში

05 01 03

350,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა. ინფრასტრუქტურის განვითარებისა  და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურები

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:

მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება ფასიანი საჩუქრებით

სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირაბაში დახმარება;

სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და სპორტი ბარიერების გარეშე-ღონისძიებების ორგანიზება.     მუნიციპალური სპორტული ტურნირების ორგანიზება     პროგრამის მიზანია:

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ყველა ასაკობრივი ჯგუფების ჩართვა მასობრივ სპორტის სახეობებში; წარმატებული,  ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

ქალაქ ჩხოროწყუში მინი  სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა. მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, წარმატებული და ღვაწლმოსილი სპორტსმენების და მწვრთნელების დაფასება და მათი მოტივაციის გაზრდა.

პროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

დაფინანსება  ათას ლარში

05 02

1370,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ -  მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის  სახლის  გაერთიანება, ა(ა0იპ ისტორიული მუზეუმი,ა(ა)იპ  სახელოვნებო სკოლა, მერიის კულტურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებები. კულტურის სხვადასხვა სახეობების მიხედვიტ ფუნქციონირებს 3 ა(ა) იპ-ი.

მოსალოდნელი შედეგი

სანახაობრივი მაღალი ხარისხის კულტურული ღონისძიებების ჩატარება; მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა

დაფინანსება  ათას ლარში

05 02 01

825,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ -  მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის  სახლის  გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 1 კულტურის სახლი, 6 სასოფლო კლუბი, 15 ბიბლიოთეკა

კულტურის სახლებში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები, ქორეოგრაფიული წრეები, ფოლკლორული ანსამბლები, ბავშვთა საესტრადო წრეები.  ფუნქციონირებს ახლად შექმნილი სამხატვრო-სახელოვნებო სახელოსნო/ ამ წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 30 აღსაზრდელი.

მუნიციპალიტეტის 15 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 112000 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 2000 მოსახლე.

2025 წელს გაიმართება  სამი სპექტაკლის პრემიერა.

მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა  მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა სამხატვრო წრეში არსაზრდელები ეუფლებიან ფერწერას, ხატვას, კომპოზიციას, ქანდაკებას, გობელენს, ვიტრაჟსა და ხატწერას.

მოსალოდნელი შედეგი

კულტურის ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა.

სანახაობრივი მაღალი ხარისხის კულტურული ღონისძიებების ჩატარება; მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელშეწყობა

დაფინანსება  ათას ლარში

05 02 02

225,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ -  მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ჩხოროწყუს მხარეთმცოდენეობის მუზეუმის, კირცხის ვალია ბეჭვაიას,  მუხურის ლაშა გახარიასა და ლესიჭინეში აკაკი ხორავას სახლ მუზეუმების საქმიანობის ხელშეწყობა, მათი მატერიალურ- ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

მოსალოდნელი შედეგი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიაზე მოსახლეობისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სახელოვნებო სკოლების  ხელშეწყობა

დაფინანსება  ათას ლარში

05 02 03

210,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ -  მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაწყებითი სამუსიკო განათლების 1 სკოლა

სამუსიკო სკოლებში გაერთიანებულია საფორტეპიანო, ხალხური საკრავების, სხვა მიმართულებები. სამუსიკო სკოლებში დაწყებით სამუსიკო განათლებას იღებს  მუნიციპალიტეტში მცხოვრები 140-მდე ბავშვი. სკოლაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები) 12 თანამშრომელს.

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის, ფოლკლორის, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე შემსწავლელი წრეები ჩამოყალიბება; კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე; ფასიანი, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, ფორუმებში როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები და სამხატვრო სკოლა წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული  სამხატვრო და სამუსიკო დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა

დაფინანსება  ათას ლარში

05 02 04

110,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის, განათლებისა და კულტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებზე ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულშემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას; კულტურული პროექტების თანადაფინანსებას;

კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას; კულტურული მემკვიდრეობის  დაცვას და შენარჩუნებას;

კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და  მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება; პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება  კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების

შემოქმედების წარმოჩენა, შედეგად გაიზრდება შემოქმედებით სფეროში  მოღვაწე ადამიანების მოტივაცია.

პროგრამის დასახელება

კოდი

ახალგაზრდული პროგრამების და რელიგიური  ორგანიზაციების  ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარებში

05 03

150.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები:

ახალგაზრდული პროექტები მომართვიანობის მიხედვით.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება, მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ხელშეწყობ