📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №340
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.033.017968 155
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2025
363 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 26.12.2022 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 12.07.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 06.09.2019 ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 16.01.2020

დოკუმენტის ტექსტი

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №340 –  №128 2025 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის 6​2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 1. შეიქმნას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა (შემდგომ – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომ – საბაჟო დეპარტამენტი) წარმომადგენლები. 2. შეიქმნას ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 3. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მიერ. 4.  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების წევრების ვინაობას, დაკავებულ თანამდებობას და საკონტაქტო ინფორმაციას. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №938/350 ერთობლივი ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე