საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №602
სარეგისტრაციო კოდი 460070000.10.003.025496 8
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/12/2025
447 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დაზღვეული
ტურისტი, რომლის მიმართაც ხორციელდება ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა, ამ ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით
მუხლი 2
სავალდებულო დაზღვევის პოლისი (შემდგომში − პოლისი)
ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია შემდეგი მონაცემები: დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები), სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა
მუხლი 2
სადაზღვევო თანხა
პოლისით განსაზღვრული თანხა (მაქსიმალური ლიმიტი), რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება
მუხლი 2
დაზღვევის პერიოდი
ტურისტის საქართველოში შემოსვლიდან საქართველოს დატოვებამდე პერიოდი, არაუმეტეს 1 წლის ვადით. 2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი 86% 15.12.2017 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 29.12.2015 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 84% 13.06.2018 ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 84% 05.02.2020 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 18.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №602 2025 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.   პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელი ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის (შემდგომში − სავალდებულო დაზღვევა) მინიმალურ სტანდარტსა და მოთხოვნებს. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში შემომსვლელ ტურისტზე.   3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება: ა) დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე; ბ) დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე; გ) საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია; დ) პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით; ე) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ დადგენილების მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სადაზღვევო ორგანიზაცია − საქართველოს ან/და უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია, განახორციელოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა; ბ) დაზღვეული – ტურისტი, რომლის მიმართაც ხორციელდება ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა, ამ ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) სავალდებულო დაზღვევის პოლისი (შემდგომში − პოლისი) – ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია შემდეგი მონაცემები: დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები), სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა; დ) სადაზღვევო თანხა – პოლისით განსაზღვრული თანხა (მაქსიმალური ლიმიტი), რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება; ე) დაზღვევის პერიოდი – ტურისტის საქართველოში შემოსვლიდან საქართველოს დატოვებამდე პერიოდი, არაუმეტეს 1 წლის ვადით. 2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. ზოგადი პირობები 1. ტურისტი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას იქონიოს მინიმუმ ამ დადგენილებით განსაზღვრული პოლისი, რომელიც გაცემულია საქართველოს ან უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ. 2. ტურისტი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე დაზღვეული ჰქონდეს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა, ამ დადგენილების შესაბამისად. 3. საქართველოში შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეამოწმოს ტურისტის მიერ პოლისის ფლობა. მუხლი 4🔗. სავალდებულო დაზღვევის პირობები ამ დადგენილებით განსაზღვრული პოლისის სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 30 000 ლარს. მუხლი 5🔗. დაზღვევის განხორციელება პოლისი შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.