პრიორიტეტის - „ინფრასტრუქტურის განვითარება“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7 819,2 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას
ლარში
პროგ-რამუ-ლი კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026
წლის პრო
ექტი
02 00
ინფრასტრუქტურის განვითარება
7819.2
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა
1386.4
02 01 01
გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია
686.4
02 01 02
საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა
700.0
02 02
გარე განათება
1180.0
02 02 01
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
466.4
02 02 02
გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
713.6
02 03
წყლის სისტემების განვითარება
730.5
02 03 01
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
36.7
02 03 02
ა(ა)იპ „დუშეთის წყლის ხელშეწყობა“
593.8
02 03 03
სარწყავი, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამგრი ნაგებობების მოწყობა-რებილიტაცია
100.0
02 05
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები
700.0
02 06
კეთილმოწყობის ღონისძიებები
2522.3
02 06 01
სპორტული მოედნების და დარბაზების მოწყობა-რეაბილიტაცია
1446.2
02 06 02
ბაღების, სკვერების, სავაჭრო პავილიონების, სარიტუალო დარბაზების, კულტურული ობიექტების,ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების ცენტრების
მოწყობა-რეაბილიტაცია
251.4
02 06 03
ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის" ხელშეწყობა
824.7
02 07
სტიქიის პრევენციისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება
0.0
02 08
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები
700.0
02 09
მონაწილეობითი ბიუჯეტირება
600.0
პროგრამის დასახელება
კოდი
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
დაფინანსება
ათას ლარში
02 01
1386.4
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია სხვადასხვა დასახლებებთან, მათ შორის საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. გზების რეაბილიტაციის პროცესში გაიმართება კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან, უზრუნველყოფილი იქნება ქალისა და კაცის თანაბარი ჩართულობა. მოეწყობა ინკლუზიური და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება გზების ადაპტირება, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებები მოეწყობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა ობიექტებთან.
მოსალოდნელი შედეგი
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა; საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანის (SDG) მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 3-ის ამოცანა 3.6: მუნიციპალურ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაზიანებების რაოდენობის შემცირება;
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების მშენებლობა - რეკონსტრუქცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 01 01
686.4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
გზების დიდი ნაწილი რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო მუდმივად საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ქვეპროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა - რეაბილიტაცია, როგორც გზების საფარის, ასევე ხიდებისა და სხვა საგზაო ინფრასტუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გარდამავალი პროექტების (სოფელ აბანოსხევი-ჭოპორტის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სოფელ ბაზალეთის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ანანურის ა/ე სოფ. ანანური-ზოტიკიანთკარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ქვეშეთის ა/ე. სოფ. ბედონში შიდა გზის ბეტონის საფარის მოწყობა, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევი-ქუბრიაანთკარის დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის ახალი საფარის მოწყობა) თანადაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს დაგეგმილია: გრემისხევში მისასვლელი ცენტრალურის გზის რეაბილიტაცია, სოფელ ებნისში გზის რეაბილიტაცია, სოფელ არდოტში ხიდის ბურჯების რეაბილიტაცია და სოფელ ჩარგალში, მიხა ხელაშვილის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ახალი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული ობიექტები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა
დაფინანსება
ათას ლარში
02 01 02
700.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო საგზაო ინფრასტრუქტურა მუდმივად საჭიროებს მიმდინარე შეკეთებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთება, ზამთრის პერიოდში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა, გზებზე დაყენებული მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების სახლმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა.
პროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათება
დაფინანსება
ათას ლარში
02 02
1180.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახურები
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ღამით უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე განათების არსებული ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება, ახალი ქსელის მოწყობა. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას. გარე განათების სისტემის მოწყობა მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისა და თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რადგან გაუნათებელი ქუჩები განსაკუთრებით რისკის შემცველია ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირებისთვის. გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება ამცირებს დანაშაულის რისკებს.
მოსალოდნელი შედეგი
თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი იქნება გარე განათების სისტემა და უზრუნველყოფილი იქნება გარე განათების ქსელის ფუნქციონირება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 02 01
466.4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;
ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება,დაზიანებული სადენების აღდგენა, შეცვლა.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება გარე-განათების არსებულ ქსელზე ნათურების შეცვლა, შეკეთდება დაზიანებული და ამორტიზებული განათების ბოძები ან ჩანაცვლდება ახლით. ასევე მოხდება დაზიანებული სადენების აღდგენა, შეცვლა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
02 02 02
713.6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას და გარდამავალი პროექტის - მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კმ-დან („დუშეთის შემოსახვევი“) ქ. დუშეთამდე საავტომობილო გზის გასწვრივ გარე განათების მოწყობის სამუშაოების თანადაფიანსებას.
მოსალოდნელი შედეგი
უსაფრთხო, ენერგოეფექტური და ვიზუალურად გამართული გარე განათების უზრუნველყოფა. მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. საგზაო შემთხვევების რისკის შემცირება.
პროგრამის დასახელება
კოდი
წყლის სისტემების განვითარება
დაფინანსება
ათას ლარში
02 03
730.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურები
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირება სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით და სტერეოტიპებისა და როლების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია. პრიორიტეტულია მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წლის ნებისმიერ პერიოდში.
პროგრამის მიზანია:
- მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს სასმელი წყლის მიწოდება;
- მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს;
- წყლის სისტემების ექსპლოატაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად.
მოსალოდნელი შედეგი
სოციალური თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი და გამართული წყალმომარაგების სისტემები. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 6-ის ამოცანა 6.1: 2030 წლისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა;
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 03 01
36.7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სოფლად წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების პროცესში გათვალისწინებული იქნება ქალისა და მამაკაცის საჭიროებები და სამუშაოების განხორციელების შედეგად მოეწყობა ინკლუზიური ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. სოფლად მცხოვრები ქალები მეტად არიან ჩართული შინამეურნეობის მართვაში. უწყვეტი წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, დაეზოგებათ დრო და შემცირდება არაანაზღაურებად შრომაში მათ ჩართულობის ხანგრძლივობა. ამასთან, წყალმომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიდემიური კრიზისების დროს, როგორიცაა პანდემია, როდესაც ინფექციის თავიდან აცილების ძირითადი საშუალება ჰიგიენაა, დაავადებათა რისკის შემცირება კი ისევ ქალებისთვის არის მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლებად მოუწევთ ავადმყოფთა მოვლა. ასევე სოფლებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასმელი წყლით მომარაგებას, რაც შექმნის სანიტარულ პირობებს სააღმზრდელო და განათლების დაწესებულებებში როგორც გოგოებისა და ბიჭებისთვის, ასევე ქალი და კაცი მასწავლებლებისა და დასაქმებული პერსონალისთვის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ცალკეული დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს დაგეგმილია: ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ წითელსოფელის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ წინამხრში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი
სოფლებში ქალისა და მამაკაცის საჭიროებების გათვალისწინებით რეაბილიტირებული და მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა. სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის საოჯახო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. განვითარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნული დასახლებების მაცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან სასმელი წყლის მიწოდებით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ ,,დუშეთის წყლის" ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
02 03 02
593.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი დასახლებების წყალმომარაგება. წყალმომარაგების სისტემების მოვლა-პატრონობა და შეკეთება.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში არსებული წყალმომარაგების სისტემების გამართული ფუნქციონირება და განვითარება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარწყავი, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა - რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 03 03
100.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ კიტოხის საავტომობილო გზაზე, მდ. არაგვის მარჯვენა სანაპიროზე საყრდენი კედლის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში არსებული სარწყავი სისტემის, სანიაღვრე არხების გამართულად ფუნქციონირება. სტიქიური ზიანის პრევენცია.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები
დაფინანსება
ათას ლარში
02 05
700.0
პროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა. ასევე მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივის განხორციელების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების გათვალისწინებით, დაგეგმილია იმ პროექტ(ებ)ის განხორციელება, რომელიც შეირჩევა მერის წარმომადგენლ(ებ)ის მეშვეობით, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მუნიციპალიტეტის მერისითვის წარდგენილი წერილობითი მიმართვის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების თანხა.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მუნიციპალიტეტის სოფლების ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
კეთილმოწყობის ღონისძიებები
დაფინანსება
ათას ლარში
02 06
2522.3
პროგრამის განმახორციელებელი სამსახურები
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურიი“
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბაღების, სკვერების, სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და სხვადასხვა კეთილმოწყობით ღონისძიებებს. მოეწყობა ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ღია დასასვენებელი სივრცეები, სადაც მოსახლეობას, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს (შშმ პირებს, ახალგაზრდებს, ხანდაზმულებს, ბავშვებს და ქალებს) შეუფერხებლად შეუძლიათ ამ სივრცეებით, პარკებით, სკვერებითა და საზოგადოებრივი სივრცეებით სარგებლობა.
მოსალოდნელი შედეგი
კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი;
მიზანი 11-ის ამოცანა 11.7: 2030 წლისათვის მუნიციპალიტეტში შეიქმნას უსაფრთხო, ინლუზიური და ხელმისაწვდომი მწვანე და საჯარო სივრცეები, განსაკუთრებით ქალებისთვის და ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და შშმ პირებისთვის
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული მოედნების და დარბაზების მოწყობა-რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 06 01
1446.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: სოფელ ოძისში სპორტული დარბაზის მშენებლობა, ქ.დუშეთი. კობიაანთ
დასახლებაში მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ქ.დუშეთში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცის სამუშაოების თანადაფინანსების თანხა.
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესდება არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს
სპორტის განვითარებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბაღების, სკვერების, სავაჭრო პავილიონების, სარიტუალო დარბაზების, კულტურული ობიექტების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების ცენტრების მოწყობა-რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 06 02
251.4
პროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ დუშეთში ყოფილი დოსააფის შენობის (ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა) სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება, დაბა ფასანაურში კულტურის სახლის რეაბილიტაცია, დაბა ჟინვალში სკვერის და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა და სოფელ ებნისში სკვერის მოწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის" ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
02 06 03
824.7
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სკვერების, ბაღების, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სხვადასხვა კეთილმოწყობითი ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი
კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
პროგრამის დასახელება
კოდი
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები
დაფინანსება
ათას ლარში
02 08
700.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს, მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების გათვალისწინებით, შესაბამისი საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მთელ რიგ შემთხვევებში საჭიროა წინასაპროექტო კვლევების მათ შორის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შესყიდვა. ამასთან აუცილებელია სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იქნება ქალისა და მამაკაცის საჭიროებები.
მოსალოდნელი შედეგი
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დროულად და კვალიფიციურად მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება მაღალი ხარისხის, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნარმებს (სტანდარტებს).
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი;
პროგრამის დასახელება
კოდი
მონაწილეობითი ბიუჯეტირება
დაფინანსება
ათას ლარში
02 09
600.0
პროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 3 პროექტი, რომელიც მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. პროგრამის დებულება, საპროექტო წინანდადებების გადარჩევის და მონიტორინგის მეთოდოლოგიები დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
პროგრამა შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა;
კენჭისყრა და გამარჯვებულის გამოვლენა.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 3 პროექტი, რომელიც მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. პროგრამის დებულება, საპროექტო წინანდადებების გადარჩევის და მონიტორინგის მეთოდოლოგიები დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
პროგრამა შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა;
კენჭისყრა და გამარჯვებულის გამოვლენა.
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - საპროექტო წინადადებების წარდგენა მუნიციპალიტეტის მერიაში შესაძლებელია როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ფიზიკური პირის მიერ, ასევე საინიციატივო ჯგუფის/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ. მერიაში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს; საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებება წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე; კენჭისყრა და გამარჯვებულის გამოვლენა - კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, მუნიციპალური ვებ-გვერდის ლინკის მეშვეობით. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა, მაგრამ არანაკლებ 265 ხმისა. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში გათვალისწინებულია თანასწორობის პრინციპები და შექმნილია პირობები ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობისთვის როგორც პროექტების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში კენჭისყრის გზით გამარჯვებულია სამი პროექტი: ქალაქ დუშეთის ბიბლიოთეკის განახლება და მულტიფუნქციური ინოვაციური სივრცეების მოწყობა, დაბა ჟინვალის კულტურის სახლში გათბობის სისტემის მოწყობა, ხორხის ხეობის სოფლების ცენტრალური გზის მეორე მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება 3 ახალი ინიციატივა, რომლებიც შერჩეულია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით და კონკურსის წესით;
გაზრდილია მოსახლეობის ჩართულბის დონე მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშ