📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო მუხლი 16. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016571 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/12/2025
4,758 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.01.2018 მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.02.2026 აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.12.2025 გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 12.12.2025 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2025 წლის 26 დეკემბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის  მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა  და ჯანდაცვის პროგრამები და პროგრამებში მონაწილეობის წესები“   დანართის   შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  2025 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ (matsne.gov.ge, 27/12/2024,  ს/კ 010250050.35.152.016529). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია 2026 წლის პირველი იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარენუკრი უნდილაშვილი              დანართი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა  და ჯანდაცვის  პროგრამები და პროგრამებში მონაწილეობის წესები მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. ეს პროგრამები განსაზღვრავენ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. 2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. მუხლი 2🔗. სამედიცინო და სოციალური  პროგრამების  დასახელება 1. სამედიცინო და სოციალური  პროგრამების  დასახელება ა) სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ოპერაციებისა და მკურნალობის დაფინანსება;    გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარების მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა; დ) სარიტუალო მომსახურების დაფინანსება; ე) უფასო სასადილოს დაფინანსება; ვ) ერთჯერადი სოციალური დახმარება; ზ) სტიქიური  უბედურებებისა და ხანძრის შედეგად  დაზარალებული მოსახლეობის  დახმარება;   თ) დევნილთა  სოციალური დახმარება; ი) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება; კ) საქართველოს წითელი ჯვრის ხელშეწყობის პროგრამა; ლ) დღის ცენტრით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა; მ) ბავშვთა და ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა; ნ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა; ო) დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსის მქონეთა, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა. 2. პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებით მოსარგებლე პირები არიან: ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები  და იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული რეგისტრაციის მისამართი არის დუშეთის მუნიციპალიტეტი, თუ ამ დადგენილებით სხვაგვარად არაა განსაზღვრული. მუხლი 3🔗.  პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამსახური 1. საორგანიზაციო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“). 2. საფინანსო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური. მუხლი 4🔗. დახმარების  გაცემის  პერიოდულობა მოქალაქეებს დახმარება    გაეწევათ თითოეული პროგრამის ფარგლებში წელიწადში ერთხელ, თუ მოქმედი დადგენილებით განსაზღვრული არ არის დახმარების გაცემის სხვა პერიოდულობა. მუხლი  5🔗.  ანგარიშსწორების  ფორმა ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების  ფორმით,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. პროგრამების  საჯაროობა ინფორმაცია პროგრამებისა და მათი განხორციელების შესახებ  ხელმისაწვდომია ყველასათვის, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ინფორმაცია განთავსდება  დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. მუხლი 7🔗. მომსახურების დაფინანსების  წესი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევს მერი. კომისია იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობის განსაზღვრაზე მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები. 3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება მერის წარმომადგენელი ან მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, საიდანაც  წარმოდგენილია განცხადება დახმარების თხოვნის თაობაზე. 4.  კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს,  ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მერის მოვალეობის შემსრულებელი. 5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. 6. წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის  შედეგად,  კომისია  იღებს  გადაწყვეტილებას მოქალაქეებისათვის  საჭირო  დახმარების   ან   დახმარებაზე  უარის   თქმის  თაობაზე. 7.  კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების  ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, სადაც აისახება მიღებული გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. 10. კომისიის ყველა ოქმი საბოლოო სახით ინომრება და იკინძება. მის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის მდივანს. 11. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე, მერი გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე, რომელიც  გადაეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. 12. კომისიურ განხილვას არ ექვემდებარება მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლები, მე-14 მუხლის მესამე პუნქტი,  ასევე მე-15, მე-16, მე-17, მე-18 , 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები, რომელთა მიხედვით სოციალური დახმარების გაცემა ხდება დადგენილი  თანხებისა და  ზუსტად  განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. მუხლი 8🔗. სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება 1. სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევები (მათ შორის ექიმის კონსულტაცია) უფინანსდებათ: ა)ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირებს, რომელთაც  მინიჭებული აქვთ  0-დან   120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, 80 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ესაჭიროებათ შშმ პირის სტატუსის დასადგენი დიაგნოსტირება  –  არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეებს – არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა. 2. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო   დაწესებულებაში. 3. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ ბენეფიციარს მომსახურება გაეწევა დოკუმენტის შედგენიდან  60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. 4. მოქალაქეს, რომელსაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში  თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.   5. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებიდან ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ წელიწადში ორჯერ, ხოლო დანარჩენი კატეგორიის ბენეფიციარები –წელიწადში ერთხელ. 6. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა/პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა; ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;  საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის  ასლი დაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);   დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ, ხოლო მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირისთვის – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ არსებული დავალიანების მითითებით. 7. დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევა პირის გარდაცვალება, ასევე, თუ განცხადების შესწავლისას დადგინდება, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება. მუხლი 9🔗. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ოპერაციებისა და მკურნალობის დაფინანსება. 1. ამ მუხლით დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების შემდეგი სახეები: ა)  გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურება; ბ) ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა; გ)18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან შშმ ბავშვთა სანატორიულ-კურორტული    მომსახურება. 2. გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურების, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება: ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე; ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-მდე; გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55%-მდე; დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით – 35%-მდე; ე) 5001 ლარიდან ზემოთ 25%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 3000  ლარისა. 3. დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო მკურნალობა, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია/აბილიტაცია  დაუფინანსდებათ 100 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, ხოლო სტაციონარული მკურნალობა და ქირურგიული მომსახურება მათ დაუფინანსდებათ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. 4. 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა სანატორიულ-კურორტული მომსახურებისათვის საჭირო ხარჯები ანაზღაურდება ერთჯერადად მაქსიმუმ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად მათ მიერ არჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში. 5. 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს ოპერაციები და ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება აუნაზღაურდეთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა. 6. წარმოდგენილი ანგარიშ/ფაქტურის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის ასლის დაფინანსების შესახებ  (არსებობის შემთხვევაში) ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის (არსებობის შემთხვევაში)  შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე დაუფინანსებელი ნაწილიდან განისაზღვრება  გადასარიცხი   თანხის ოდენობა. 7. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს შესაბამის დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა  ბენეფიციარის სტაციონარში ყოფნის პერიოდშიც. 8. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ ბენეფიციარს მომსახურება გაეწევა დოკუმენტის შედგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. სტაციონარში ყოფნის პერიოდში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებით ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ პირობით, რომ კლინიკა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში. 9. მოქალაქეს, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება  მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გარეშე და არ შეუძლია დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში  თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. 10. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე; ბ) ესთეტიკურ ქირურგიაზე, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებულ მკურნალობაზე; გ) კურორტულ დახმარებაზე, გარდა მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; დ) ეგზოპროტეზირების ხარჯებზე; ე) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობაზე; ვ) სტომატოლოგიურ მომსახურებაზე და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებაზე; ზ) სამედიცინო აღჭურვილობაზე (იმპლანტი, სუპინატორები, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და სხვა). 11. წარსადგენი დოკუმენტები: ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა/პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №IV-100/ა; ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;   საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის  ასლი დაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);  კალკულაცია;  დ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, ფორმა № IV-100/ა,  სანატორიულ-კურორტული მომსახურების მიმღების მიერ არჩეული სასტუმროს ანგარიშ/ფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტაცია. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტიური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ე)  მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ დავალიანების მითითებით; ვ) დამატებითი დოკუმენტაცია მერიის მხრიდან დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში. 12. დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევა პირის გარდაცვალება, ასევე, თუ განცხადების შესწავლისას დადგინდება, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება. მუხლი  10🔗. მოსახლეობის მედიკამენტებით   უზრუნველყოფა, პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარების მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა 1. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთაც  მინიჭებული აქვთ  0-დან   120 001-მდე სარეიტინგო ქულა. 2. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან – ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, იმუნოთერაპიისა და ტარგეტული თერაპიისათვის საჭირო წამლების შესაძენად 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში. 3. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ვეტერანის მოწმობის მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების  შემდგომ  დაღუპულ  მებრძოლთა  ოჯახები. 4. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან 80 წელს გადაცილებული ბენეფიციარები. 5. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ზრდასრული ასაკის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 6. მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 300 (სამასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარები. 7. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შემთხვევაში მითითებული იქნება ბენეფიციარისთვის პალიატიური ზრუნვის საჭიროება; დ) აფთიაქიდან ანგარიშ/ფაქტურა (სასაქონლო ზედნადები); ე) მე-10 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით –  ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ)  მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ; თ) მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სააფთიაქო დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ აფთიაქი ბენეფიციარს მომსახურებას გაუწევს დოკუმენტის შედგენიდან მაქსიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მედიკამენტების გაცემიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. მუხლი 11🔗. სარიტუალო მომსახურების დაფინანსება 1. ვეტერანის მოწმობის მიხედვით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) გარდაცვლილი მებრძოლის  სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი, პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის  გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ)  საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. მუხლი 12🔗.  უფასო  სასადილოს დაფინანსება 1. უფასო სასადილოს ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“. 2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 130 (ას ოცდათი) პირის დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას. 3. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვრონ პირები, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სარგებლობენ უფასო სასადილოს მომსახურებით. ახალი ბენეფიციარების დამატება  მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ყავს შვილები და/ან მარჩენალი); ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება და  რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 120 000-ის ჩათვლით მოქმედი სარეიტინგო ქულით; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; დ) პირები, რომლებსაც წერილობით რეკომენდაციას გაუწევენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკები სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ. 4. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 5. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ)ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში; დ) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ, ასევე ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დამატებით მისი მოხსენებითი ბარათი პენსიონერის მარტოხელობის შესახებ; ე) ამ მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ; ვ) ამ მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის წერილობითი რეკომენდაცია ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ. 6. უფასო სასადილოთი მიმსახურების უფლება შეუწყდება ბენეფიციარს: ა) გარდაცვალების შემთხვევაში; ბ) რეგისტრაციის ადგილის შეცვლის (სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის) შემთხვევაში; გ) პირადი განცხადებით; დ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში  სასადილოში გამოუცხადებლობისას იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოს ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ვიზიტის შემდეგ დაადგენს აღნიშნული ფაქტის მიზეზს და გასცემს წერილობით თანხმობას მისთვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე. 7. ა(ა)იპ-ის „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ხელმძღვანელი ბენეფიციარისათვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 13🔗. ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერთჯერადი სოციალური  დახმარება გაეწევათ: ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65001-დან 120 001 – მდე სარეიტინგო ქულა წელიწადში ერთხელ 100 ლარის ოდენობით; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (მათ შორის, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები) და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან პირებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; გ) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მარტოხელა მიცვალებულის დაკრძალვა. მათ დახმარება გაეწევათ პირის გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ მხცოვან მოქალაქეებს (90-დან 100 წლამდე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი  –  1000 (ათასი)  ლარის ოდენობით; ე)  ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი  და მეორე შვილი – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ტყუპების შეძენის შემთხვევაში,  რიგითობის მიუხედავად, თითოეულ შვილზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა შეძენიდან ორი თვის ვადაში; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს –  400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; ზ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში „კოდი 417-ით“ რეგისტრირებულ ვეტერანებს, მათი იურიდიული მისამართის გათვალისწინების გარეშე. დახმარების გასაწევად ვეტერანთა რეესტრი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წერილობითი სახით თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად; დახმარება გაეწევათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების  დროს   დაღუპულ  მებრძოლთა  ოჯახებს (აფხაზეთი), ასევე საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარჩენალდაკარგულის სტატუსი (2 ივლისს), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების   ვეტერანებსა  და  მათთან გათანაბრებულ  პირებს (8 აგვისტოს), სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს და სამხედრო ძალების ვეტერანებს (სააღდგომოდ) – 100  (ასი)  ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; თ) ჰიპერფენილალანემიით (ცელიაკია), ფენილკეტონურიით, აპოქონდროპლაზიით  და მუკოვისციდოზით  დაავადებულ პირებს ერთჯერადად წელიწადში ერთხელ – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ი) სტუდენტებს, რომელთაც გარდაცვლილი ყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან ფლობს მარტოხელა მშობლის სტატუსს და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 120 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა – 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით; კ) საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამების წარჩინებულ სტუდენტებს, შედეგების მიხედვით შემდეგი სქემით: (კ.ა) „B“ შეფასებით – 800 (რვაასი) ლარით; ( კ.ბ ) „A“ შეფასებით – 1200 (ათას ორასი) ლარით. შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს გაზაფხულის სემესტრის შეფასებიდან არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, ხოლო შემოდგომის სემესტრის შეფასებიდან არაუგვიანეს 1 აპრილისა; ლ) ჟანგბადის აპატარით (კონცენტრატორით) მოსარგებლე პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ფორმა №100/ა-ს საფუძველზე საჭიროებენ ოქსიგენო თერაპიას,  წელიწადში  ერთხელ  300 (სამასი) ლარის ოდენობით; მ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც ყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი – 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ნ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მსხვერპლს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ო) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, 0-1 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით მოქმედი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ოჯახებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით. სოციალური მუშაკი ქვეპროგრამაში ვერ ჩართავს იმ ოჯახებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით. 2. ერთი ბენეფიციარის მიერ წლის განმავლობაში ამ მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამებით სარგებლობა შეზღუდულია შემდეგი წესით: ა) ბენეფიციარები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რამოდენიმე ქვეპროგრამის კრიტერიუმებს, დახმარებას მიიღებენ მაქსიმუმ ორი ქვეპროგრამის ფარგლებში; ბ) სტუდენტები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი ქვეპროგრამის ფარგლებში; გ) „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ. 3. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის გარდა, ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქემ სოციალური მომსახურების სააგენტოდან უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა,  მერიაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი (ან გამონაკლის შემთხვევაში რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებს პირის გარდაცვალებას), რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით პირველი, მეორე ან მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან  ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ; ზ)  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობის  ასლი ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის “თ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ასევე  ფორმა № IV-100/ა. „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ფორმა № IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფის საჭიროების შესახებ; ი) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნას წერილობითი  სახით  ვეტერანთა რეესტრი თანდართულ დოკუმენტაციასთან (თითოეული ვეტერანის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ვეტერანის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიშის ნომერი) ერთად; კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მშობლის ან/და მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლ(ებ)ი, მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი  ან მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი, სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი; ლ) ამ  მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, შშმ ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნის შემთხვევაში – ასევე საოქმო გადაწყვეტილება ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნასთან დაკავშირებით; ნ) ამ  მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ო) ამ  მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქსეროასლი და/ან ცნობა ძალადობის მსხვერპლის შესახებ შინაგან საქმეთა უწყებიდან ან/და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფისგან; პ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნა ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ; ჟ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ცნობა ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრიდან“ ჟანგბადის აპარატის (კონცენტრატორის) ხელმისაწვდომობის თაობაზე. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 14🔗. სტიქიური  უბედურებებისა და ხანძრის შედეგად  დაზარალებული მოსახლეობის  დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ ხანძრით ან სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, უხვი ნალექი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებლის ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადად არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი ) ლარისა. 2. ხანძრის შემთხვევაში (საცხოვრებელის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა, მაგრამ არაუმეტეს  10 000  (ათი ათასი) ლარისა. 3. სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის არმქონე პირებს დაუფინანსდეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა და ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარით თვეში. 4. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს ხანძრის ან სტიქიის შედეგად საცხოვრებელის დაზიანების ფაქტი, რომლის საფუძველზეც  „სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის“ ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება შეაფასებს ბენეფიციარისათვის მიყენებულ ზარალს და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს წარუდგენს კალკულაციას და დასკვნას ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეომასალით. 5. ამ მუხლის ფარგლებში დახმარების მისაღებად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს დაზიანებული საცხოვრებელ ფართში დახმარების მაძიებელი ოჯახის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. 6. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი; დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ე) ხანძრის შემთხვევაში დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ მიერ შედგენილი აქტი/ცნობა (არსებობის შემთხვევაში); ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში დამატებით საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება; ზ) დამატებითი დოკუმენტაცია მერიის მხრიდან დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში. 7. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს სტიქიიდან არაუგვიანეს ორი თვისა. 8. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი: ა) ხანძრის ან სტიქიის შედეგად საცხოვრებელის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით; ბ) დაზიანებულ საცხოვრებელ ფართში დახმარების მაძიებელი ოჯახის მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. 9. ამ მუხლის მეორე პუნქტის შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საკრებულოს დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი შუამდგომლობა ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის თაობაზე. მუხლი 15🔗. დევნილთა სოციალური დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული რეგისტრაციის მისამართი არის დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოციალური დახმარება გაეწევათ  წელიწადში ერთხელ  100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) იძულებით გადაადგილებული პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ)  საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. მუხლი 16🔗. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება 1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში,  მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას. 2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. ამ  მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით  მერიაში უნდა წარადგინოს: ა)  წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ პასპორტი /იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ)  ბენეფიციარის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ( ID ბარათი ან პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება; ე)  საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 5. ამ  მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსებობის დადასტურება. მუხლი 17🔗. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელშეწყობის პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის ხელშეწყობას დუშეთის მუნიციპალიტეტში,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველთა და სხვა სამიზნე ჯგუფების ერთობლივად დახმარების მიზნით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შეიძლება გაეწიოთ როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს, ასევე რეგისტრირებული მისამართის არმქონეთ ან სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულებსაც, თუ მათი მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი დუშეთის მუნიციპალიტეტია.  3. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა აღწერა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის დადებული შეთანხმებით. მუხლი 18🔗.  დღის ცენტრით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა 1. ამ პროგრამით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სარგებლობენ საგურამოს შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონის“ მომსახურებით. აღნიშნულ ცენტრში მათი ტრანსპორტირების ხარჯებს აფინანსებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია. 2. პროგრამაში ჩასართავად მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა/პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) ბენეფიციარის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) „იალონიდან“   წარმოდგენილი ცნობა ბენეფიციარის მიერ დღის ცენტრით სარგებლობასთან დაკავშირებით.  მუხლი 19🔗. ბავშვთა და ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა 1) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის, ასევე ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის  საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულები აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოთხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მაქსიმუმ 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. 2) მერიაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახის სრულწლოვანი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ)საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; დ) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ; ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ. მუხლი 20🔗. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა 1) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნის, ასევე ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის  საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული ბენეფიციარის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოთხსენებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მაქსიმუმ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2) მერიაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქის ან მის სრულწლოვანი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; დ) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;  ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ; ვ) ამ პროგრამის მიზნებისთვის ხანდაზმულის პირი არის 60 წლის და მეტი ასაკის მქონე პირი. მუხლი 21🔗. დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსის მქონეთა, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა. 1) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსის მქონე პირს/ოჯახს ყოველთვიურად აუნაზღაურდება ბინის ქირა არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მსხვერპლს ყოველთვიურად აუნაზღაურდება ბინის ქირა არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში. 3) უსახლკარო პირის/ოჯახის ქირით უზრუნველყოფა შეწყდეს: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ)უსახლკარო პირისთვის/ოჯახისთვის უსახლკაროს სტატუსის შეწყვეტის საფუძველზე; გ) ქირავნობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში. 4) მერიაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო პირის/ოჯახის სრულწლოვანი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება; დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ე) ამ  მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში დამატებით – შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქსეროასლი და/ან ცნობა ძალადობის მსხვერპლის შესახებ შინაგან საქმეთა უწყებიდან ან/და გენდერული თანასწორობის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფისგან. მუხლი 22🔗. დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების მზის ფოტოელექტრული სისტემებით  უზრუნველყოფის პროგრამა 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის არაელექტრიფიცირებულ დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა წევრებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი;. 2. დახმარების (ფოტოელექტრული პანელები, დამაგროვებელი ელემენტი და ა.შ) მისაღებად, პროგრამით სარგებლობის სურვილის მქონე ოჯახის სრულწლოვანმა წარმომადგენელმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მომართოს შემდეგი დოკუმენტაციით: 2.1. წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. 2.2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.3. ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;. 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა  მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს მაძიებელი ოჯახის არაელექტრიფიცირებულ დასახლებაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და მაძიებელი ოჯახისთვის მზის პანელის მიღების აუცილებლობა. 4. წარდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.  5. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს წარდგენილ მოთხოვნებს, სოციალური სამსახური მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს მოხსენებითი ბარათით და წარუდგენს შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანების) პროექტს. 6.  მერი კანონით დადგენილი წესით, ბრძანების სახით იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარი ოჯახისათვის ფოტოელექტრული სისტემის შესყიდვის, მიწოდების და მონტაჟის თაობაზე.“.