ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლის დაქვემდებარებაში (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების" დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.10.2006 ძალადაკარგული 24.12.2013
ნომერი
№1-1/1109
სარეგისტრაციო კოდი
300.180.000.22.024.009.474
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 24/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.009.474

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

 ბრძანება №1-1/1109

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და „სტანდარტიზაციის, მეტრო­ლოგიისა და აკრედიტაციის სფეროს მარეგუ­ლირებელი კანონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №591 განკარგულების მე-10 პუნქტის შესასრულებლად:

1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენ­ტი „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვ­ნები“ (დანართი 1).

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

დანართი 1

ტექნიკური რეგლამენტი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნები

1. უსაფრთხოების მახასიათებლებს იმ დაკანონებუ­ლი გაზომვის საშუალებების მიმართ, რომელთა გაზომ­ვის შედეგები გამოიყენება (გავლენას ახდენს) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და გარემოს დაცვისათვის, პროდუქციის კომერციული მიზნით დაფასოებისათვის, წარმოადგენს:

ა) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ან აღიარების არსებობა გაზომვის საშუალებების ტიპების სახელმწიფო რეესტრში;

ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება;

გ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ექსპლუა­ტა­ციის დადგენილი პირობების დაცვა;

დ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების გაზომვის შედეგების მიკვლევადობის უზრუნველყოფა მეტროლო­გიუ­რი საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს დონეზე.

2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების უსაფ­რთხოე­ბის მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს საქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრი­რებულ მახასიათებლებს.

3. პასუხისმგებლობა დაკანონებული გაზომვის საშუა­ლებების უსაფრთხოების მახასიათებლების დაცვა­ზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება გაზომვის საშუალებების მფლობელს, რომელ­მაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მახა­სიათებ­­ლების დაცვა.

4. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელ­მწიფო მეტროლოგიურ ზედამხედველობას ახორ­ციელებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილი ორგანო.