,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №27 |
|
2025 წლის 25 დეკემბერი ქ. ბათუმი |
1. დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური დახმარება ბენეფიციარებისათვის გაიცემა ადგილობრივი კომისიის შესწავლის პერიოდში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახებზე მინიჭებული სარეიტინგო ქულების დიფერენციით, კერძოდ:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 90%-ით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 200 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა ან რეგისტრირებული არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხანძრის (ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება შემდეგი წესით:
ა) საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 25 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას);
ბ) საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში, რომელიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.“.
|