საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6-11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017390 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2025
283 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 27.07.2018 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 78% 18.01.2024 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 28.10.2024 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 27.03.2015 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6-11 2025 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 64-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის N1288-IVმს-XIმპ კანონის მე-3 მუხლის და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის ყველა მფლობელი გათავისუფლდეს „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო. მუხლი 2🔗 ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (ს/ნ 405026877) დაევალოს „A“ კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელის მომხმარებლის პირად სივრცეში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება,  კერძოდ 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე დარიცხული ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან გათავისუფლება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე