განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6000,0 ათასი ლარი.
განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით
პროგრამის კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
04 00
განათლება
6 000,0
04 01
სკოლამდელი განათლება
6 000,0
04 01 01
ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"
6 000,0
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
სკოლამდელი განათლება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
04 01 01
ქვეპროგრამის დასახელება:
ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“
დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
6 000 000
სახელმწიფო ბიუჯეტი
სხვა ......
სულ ქვეპროგრამა
6 000 000
მ.შ. კაპიტალური პროექტები
პროგრამის მიზანი და აღწერა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
დღეის მდგომარეობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 16 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 618 ზე მეტი ბავშვი მათ შორის: გოგონა 276 , ხოლო ბიჭი 342 ბაღებში ჯამში დასაქმებულია 273 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ პროგრამის მიზანია:
- ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;
- ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექტიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
- ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
- ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
- ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება;
- ა(ა)იპ - „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა;
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენა, განვითარების ეტაპების დარღვევის დროული იდენტიფიცირება და პროგრამაში ჩართვა, ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვამდე, მომსახურების დაუყოვნებლივ მიწოდება.
მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის განმავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 618-ზე მეტი შესაბამისი ასაკის ბავშვი, მათ შორის: გოგონა 276, ხოლო ბიჭი - 342. რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 50%-ს შეადგენს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში“ დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით იქმნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის. ამასთან ხელს უწყობს 2-დან 6-წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისთვის.
ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება
2026 წელი
04 01 01 ააიპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი
6 000 0